როგორ აღნიშნეს ვალენტინობა ცნობილმა წყვილებმა – Marao

ვალენტინობას სოციალურ ქსელში არაერთმა ცნობილმა სახემ გამოაქვეყნა მეორე ნახევართან ერთად გადაღებული ფოტო-ვიდეო. ისინი საყვარელ ადამიანებს საჯაროდ კიდევ ერთხელ გამოუტყდნენ სიყვარულში და არაერთი ლამაზი საჩუქარიც მიიღეს:
საჩუქრის ფოტო გამოაქვეყნა ლიზა ჩიჩუამ. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წყვილის, ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას ურთიერთობა ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. ლიზა ფართო საზოგადოებამ სწორედ ირაკლისთან ურთიერთობის გასაჯაროების შემდეგ გაიცნო. მას შემდეგ წყვილის ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელში ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს. ლიზა ცნობილი ექიმების, გიორგი ჩიჩუასა და ეკა ასათიანის შვილია.
· მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო გააზიარა მ. ხვიჩა და ნიცა 2023 წლის შემოდგომაზე დაქორწინდნენ. მანამდე რამდენიმე წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს. საქორწილო ცერემონია ქალაქ მცხეთის ფერისცვალების ეკლესიაში გაიმართა. გოგონა იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში და არ აქტიურობს სოციალურ ქსელებში.
ვალენტინობა აღნიშნეს ნოე სულაბერიძემ და ჯანეტ ქერდიყოშვილმაც. წყვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ისინი საკუთარ ყოველდღიურობასა და ოჯახურ ფოტოებს გამომწერებს ხშირად უზიარებენ. ნოეს და ჯანეტს ერთი შვილი, ანნა ჰყავთ. ანნა, პოპულარული მშობლების მსგავსად, სოციალურ ქსელში დიდ სიყვარულს იმსახურებს.
ვალენტინობა აღნიშნეს ხათუნა ჟორმ და ზურა ხაჩიძემ. ზურა ხაჩიძემ და ხათუნა ჟორდანიამ ერთმანეთი დუეტის ჩაწერის დროს გაიცნეს. კომპოზიტორ რუსა მორჩილაძეს იდეა დაებადა, რომ ხათუნა ჟორდანიას ქალიშვილ ნინი ქარსელაძესთან ერთად ჩაეწერა სიმღერა. დუეტი შედგა და მალევე ჰიტად იქცა. “ვატყობდი, რომ ზურას მოვწონდი, მაგრამ ეს სერიოზულად არ მიმიჩნევია, რადგან ჩემზე გაცილებით უმცროსი იყო. ბიჭებს არაერთხელ დაურეკავთ ჩემთვის და უთქვამთ, ზურა საწოლიდან ვერ დგება, ისე ენატრები და შენი ნახვა უნდაო. იყო პერიოდი, როცა ზურა თავისი გრძნობით მაბრაზებდა კიდეც. ჩვენ სამებაში დავიწერეთ ჯვარი. თითქმის ყველა ჟურნალის გარეკანზე ჩვენი ფოტოები იყო დაბეჭდილი” – იხსენებდა ხათუნა ჟორდანია.