როგორ აფასებს SHRE Studio საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს

„ჩვენი სტუდიის მთავარი იდეა ყოველდღიურ გარემოში ახალი შრის შექმნაა“ – ასე ხსნის SHRE Studio-ს თანადამფუძნებელი და CEO, ცოტნე მაზმანიშვილი ბრენდის მისიას.
SHRE თბილისში დაფუძნებული არქიტექტურული/დიზაინ სტუდიაა. მისი მიზანია არქიტექტურული და დიზაინ ამოცანების გადაჭრით ისეთი სივრცეები შეიქმნას, რომელიც ადმიანების სურვილებსა და მისწრაფებებს უპასუხებს.
აღსანიშნავია, რომ SHRE საქართველოში პირველი კომპანიაა, რომელმაც ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ინტერიერის დიზაინის გენერატორი შექმნა. Shre.space-ზე შესაძლებელია სასურველი ოთახის, სტილის, ფერისა და მასალების მონიშნვა, ხელოვნური ინტელექტი კი მითითებული დავალებით უნიკალურ დიზაინს ქმნის.
კომპანია უახლეს ტექნოლოგიებს ყოველდღიური საქმიანობის გასამარტივებლადაც აქტიურად იყენებს, მათ შორის, ფინანსების მართვასთან დაკავშირებულ ამოცანებს ს ბიზნეს მობილბანკით ასრულებს.
„ჩვენთვის და სხვა ბიზნესებისთვის, რომლებიც მუდამ ზრუნავენ სამომხმარებლო გამოცდილების გამარტივებასა და მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებაზე, ძალიან მნიშვნელოვანია დახვეწილი ბიზნეს მობილბანკი, რომელიც სწრაფ ოპერირებაში გვეხმარება“, – ამბობს ცოტნე მაზმანიშვილი.
იგი აღნიშნავს, რომ მობილბანკით ბიზნესის მართვა უფრო მარტივია.
„ქალაქგარეთ სამშენებლო მოედანზე ყოფნა ხშირად გვიწევს, მობილბანკი კი გვაძლევს საშუალებას, რომ გადახდები და გადარიცხვები დროულად ვაწარმოოთ, რაც გვეხმარება იმაში, რომ ყველა პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდეს, მთავარია, არ შევწყვიტოთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ ვიცხოვროთ უფრო ჯანსაღ და უკეთეს გარემოში“, – ამბობს ის.
საგულისხმოა სტუდიის მიდგომები და ხედვები, რაც არქიტექტურის ლანდშაფტთან ჰარმონიულ შერწყმას მოიაზრებს. როგორც კომპანიაში ამბობენ, ისინი სხვადასხვა ტექნიკას იყენებენ, რაც სწორი მიგნებების აღმოჩენაში ეხმარებათ, ეს კი გულისხმობს ადამიანების ქცევის, ფსიქოლოგიისა და მომხმარებლის გამოცდილების შესწავლას;
„ჩვენ მას მრავალშრიან მეთოდოლოგიას ვუწოდებთ და გვეხმარება, შევქმნათ ისეთი დიზაინი და არქიტექტურა, რომელიც ერთდროულად ფუნქციონალური და ექსკლუზიურია“.
როგორც ცოტნე აღნიშნავს, მათ საქმიანობაში გადახდებისა და გადარიცხვების დროულად შესრულება პრიორიტეტულია – ეს კი საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკის ერთ-ერთი საბაზისო ფუნქციონალია. ამ ფუნქციონალების გარდა, აპლიკაცია არაერთ ფინანსურ და არაფინანსურ პროდუქტს, სერვისსა თუ შეთავაზებას აერთიანებს. მათ შორის, ბიზნესებს სრულად სრულად ციფრულად წვდომას აძლევს დაფინანსებაზე; აქ, ასევე, შესაძლებელია ბიზნეს ნაკრებების გააქტიურება, დოკუმენტებზე ხელის მოწერა, საბუღალტრო, მარკეტინგული და სხვა ტიპის შეთავაზებებით სარგებლობა და სხვა.
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი ახლახან Global Finance-მა ქვეყანაში საუკეთესოდ დაასახელა. აღმოაჩინეთ ბიზნეს მობილბანკის ფუნქციონალები ამ ბმულიდან, ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ.