,, როგორ არ ახსენდებათ,ამ ერთ კაცს,ქვეყანა რომ დაეტოვებინა, რა ფასი ექნებოდა თითოეული ჩვენგანის პოზიციას?” – ეკა ხერხეულიძე

პარლამენტის წევრი ეკა ხერხეულიძე:
,,ბევრი იხსენებს სად იყო ომის დროს,ვკითხულობ,ვაკვირდები და მიკვირს -როგორ არ ახსენდებათ,ამ ერთ კაცს,ქვეყანა რომ დაეტოვებინა(რასაც პუტინისგან დაბრუნებული სარკოზი სთავაზობდა )რა ფასი ექნებოდა თითოეული ჩვენგანის პოზიციას?თან,დღეს ყოველი ჩვენგანი თავისუფალია და “ის” ერთი კაცია პატიმარი…
რა კარგები ვართ,რა გადასარევები,როგორ მოგვწონს საკუთარი თავები თავისუფალ ცურვაში,სანამ მიშა ბორკილდადებული გვეგულება..
***
მივმართავ მათ,ვინც თანაუგრძნობს მებრძოლ უკრაინელ ხალხს,ვისთვისაც ეს კოშმარული დღეები მთელი სიცხადით აცოცხლებს ჩვენს განვლილ გზას,ვისთვისაც ძვირფასია თავისუფალი სამყაროს მისწრაფებები,ვისთვისაც შეურაცხმყოფელია მონობა და ვისაც თავისუფლებაში წარმოუდგენია ბედნიერება-
შევეცადოთ,სულ 2 წუთით გავთავისუფლდეთ ჩვენს ტვინებზე წლობით ნატკეპნი პროპაგანდის მარწუხებისგან,გვერდზე გავწიოთ კომპლექსები და ისე შევხედოთ რეალობას,
დავდგეთ იმ საწყისზე,როდესაც ჩვენი უახლესი ისტორია იდგა იმ საფრთხეების წინაშე,რასაც ამ რთულ დღეებში გადის .შევეცადოთ წარმოვიდგინოთ ყველა ის რისკი,რის წინაშეც ახლა,ამ წუთებში დგას უკრაინა,თვალი გავუსწოროთ იმ ღირებულებებს,რასაც ახლა სიცოცხლის ფასად იცავს მებრძოლი უკრაინელი ხალხი-ეს არის ოკუპანტის მიერ ღია ულტიმატუმი -უარი NATO-ზე და დამოკიდებლობაზე.
სწორედ იგივე მოთხოვნები ჰქონდა ოკუპანტს ჩვენი ქვეყნის წინაშე.არც მეტი არც ნაკლები-არავინ არ შეეხებოდა ჩვენს მონურ მორჩილებას,თუ განვითარებაზე ვიტყოდით უარს.ოღონდ იმ განსხვავებით,რომ საწყისი საქართველოს და უკრაინას სრულიად განსხვავებული ჰქონდათ.აქ ძირგამომპალი კორუფცია უკვე დამარცხებული იყო ,მსოფლიოს აღიარებული მაჩვენებლებით მოწინავე ქვეყანა ვიყავით.ამ ნიშნულამდე უკრაინას ჯერ დიდი გზა აქვს გასავლელი.ჯერ წინ არის ის მტკივნეული,მაგრამ დემოკრატიული სახელმწიფოს შენებისთვის აუცილებელი გასატარებელი რეფორმები,რომელიც ჩვენ უკვე გავიარეთ მაშინ,როცა საქართველოს და უკრაინის საერთო მტერი მოადგა ჩვენს საზღვრებს.
კრიტიკას,განსხვავებულ აზრს,ან რადიკალურ პოზიციებს მაშინ აქვს ფასი,თუ ქვეყანა აგრძელებს განვითარებას და დაპირისპირებული მხარეები ფიქრობენ,რომ მომავლისთვის მათი აზრია უპირატესი,მაგრამ ,თუ ქვეყანა დგას განადგურების წინაშე,სრულიად კარგავს შინაარსს ჩვენი ხედვები,რადგან არცერთს არ უწერია განვითარების პერსპექტივა.
დღეს ჩვენს თვალწინ იბომბება უკრაინა,ნადგურდება მშვიდობიანი მისახლეობა და ველურების გარდა,ყველა ვგულშემატკივრობთ პრეზიდენტ ზელენსკის,რადგან,სწორედ მასზე დგას უკრაინელი ხალხის ყველა ოცნების ან სიკვდილი,ან გადარჩენა.
დავუშვათ,2008 წელს თქვენს გონებას მოერია აზრი,რომ “სააკაშვილმა ვერ აირიდა პროვოკაცია”,ახლა ხომ ყველა ერთად ვხედავთ ათჯერ ჩვენზე დიდი ქვეყანა ომამდე როგორ ცდილობდა მსოფლიოსთვის ეჩვენებინა რა საფრთხეების წინაშე იდგა უკრაინის სუვერენიტეტი?
ახლა ხომ ვხედავთ,რომ რუსეთისთვის არ აქვს მნიშვნელობა დამოუკიდებელ ქვეყანას რა მისწრაფებები ამოძრავებს?
ახლა ხომ უნდა შევძლოთ რაციონალური აზროვნება?
ახლა,როდესაც მსოფლიო ლიდერები და წამყვანი მედია საშუალებები ციტირებენ სააკაშვილს,რომელიც მათ წლების წინ აფრთხილებდა მოსალოდნელზე,ახლა მაინც ხომ უნდა შევძლოთ საკუთარი შეცდომების გამოსწორება და მომავალზე ფიქრი?
რა მნიშვნელობა აქვს ის მოგწონთ თუ არა,ჩვენ ჩვენს ომში არ უნდა დავმარცხდეთ!
უკრაინელი ხალხის სოლიდარობა,უპირველესად საქართველოს მომავალს სჭირდება და ამ მომავალზე წარმოდგენა უნდა გვქონდეს.
თუ ათჯერ დიდი ქვეყანა ასჯერ დიდი ჯარის წინაშე უთანასწორო ბრძოლაში არ დანებდა და დამოუკიდებელი საქართველოს დროშა ვერ დაამარცხეს,იქნებ ვკითხოთ საკუთარ თავებს-რამ განაპირობა სახელმწიფოებრიობის გადარჩენა?
როცა მტერი პირდაპირ კიევზე მიდის,რამ გადაარჩინა თბილისი?
უყურებთ კიევს და როგორ შეიძლება არ წარმოიდგინოთ რამხელა შემაკავებელი ძალა დადგა თბილისში 5 ევროპული ქვეყნის პრეზიდენტის ფიზიკური დგომით ჩვენი დედაქალაქის მთავარ მოედანზე?
როგორ შეიძლება არ გაგვახსენდეს,რომ კიევში თითქმის იმდენივეა მოსახლეობა,რაც მთელს ჩვენ ქვეყანაში?
ახლა მაინც როგორ ვერ უნდა შევძლოთ მასშტაბების წარმოდგენა?
კარგით,დავუშვათ,სიმართლე მხოლოდ თქვენს მხარესაა,დავუშვათ,ყველა პრეტენზია ისევ აქტუალურია ახლაც,მაგრამ რუსული იმპერიალისტური ზრახვების მიმართ ხომ ყველა მართლები ვართ?
რუსეთის წინაშე ვერ დამონებული საქართველოს პრეზიდენტი ხომ ყველა ჩვენგანზე მართალია?
მხოლოდ ამ ფაქტს რომ გავუსწოროთ თვალი,ვაცნობიერებთ,რომ ის კაცია ციხეში,რომელმაც სამყაროში პირველმა დაარქვა პუტინს ბოროტების სახელი?
და თუ ვაცნობიერებთ,სად არის ჩვენი თავმოყვარეობა,როდესაც ეს კაცი იმ ლაჩრებს ყავთ ციხეში გამოკეტილი,რომლებმაც უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციაში მტრის სახელის ჩაწერაც ვერ მოახერხა?როდესაც,ყველაზე ნეიტრალური დახმარება,ჰუმანიტარული დერეფანიც კი ვერ შესთავაზა განადგურებულ ოჯახებს და ჩვენთვის მრავალგზის დახმარების აღმომჩენი ხალხი სიკვდილს შეატოვა?
თუ ასე ფიქრობთ,რატომ გულშემატკივრობთ პრეზიდენტ ზელენსკის,რა გგონიათ,ომის დასრულების შემდეგ,მასთან პრეტენზიები არ ექნება უკრაინელების ნაწილს ტაქტიკურ ნაბიჯებზე?
“ქართული ოცნების”განცხადების შემდეგ,უკიდურეს ჩემგან განსხვავებულ პოზიციის მქონესაც კი რაიმე გარანტია გაქვთ,რომ თუ პუტინი მოსთხოვს საქართველოს ორი ვადით არჩეულ პრეზიდენტს არ გადასცენენ რუსეთს?
და ვინმეს გგონიათ,რომ ეს ანგარიშსწირება იქნება თქვენთვის მიუღებელ მხოლოდ ერთ პიროვნებასთან?
ამით რუსეთი გამარჯვებას მოიპოვებს 2008 წლის მარცხზე.გაიმარჯვებს ჩვენი გმირების შეწირულ სიცოცხლეზე,ჩვენი მეომრების გაუტეხელობაზე,უომრად გაიმარჯვებს საქართველოზე.
ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ რუსებზე,ტყვეობიდან დასახსნელია 2008 წელს პუტინთან მებრძოლი საქართველოს პრეზიდენტი.
არ მაინტერესებს ისტორია რას იტყვის ხვალ,ეს ისედაც ვიცი.
ჩვენ უნდა გვაინტერესებდეს ჩვენი ეროვნული რეპუტაცია და თავმოყვარეობა დღეს და ეს არის #თავისუფლებამიშას

ასევე დაგაინტერესებთ