“როგორ ართმევს ივანიშვილი და ქოცობა ფეხბურთს ქართველ გულშემატკივარს” – ლევან ყურაშვილი

ამბავი იმაზე, თუ როგორ ართმევს ივანიშვილი და ქოცობა ფეხბურთს ქართველ გულშემატკივარს:
დღეს, ე.წ. პრემიერმა ირაკლი მ განაცხადა, რომ “დინამოს” სტადიონი ამორტიზებულია და იქ ფეხბურთი ვერ ჩატარდებაო. ოღონდ, ამბავი ისაა, რომ ამ წლების განმავლობაში, სტადიონს რამდენიმე რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, ორიოდე კვირის წინ, Black eyed peas-ის კონცერტია ჩატარებული (ამორტიზებულ ნაგებობაში შევუშვით ხალხი?), მანამდე საბერძნეთთან ერთა ლიგის ფინალი ითამაშა ნაკრებმა და უფრო ადრე, უეფას ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის მატჩებიც გაიმართა. აი, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონის “ამორტიზება” კიდე, საეჭვოდ ემთხვევა “დინამოსა” და მისი მფლობელის საჯარო პოზიციას რუსულ კანონზე. ევროპის ჩემპიონატის მერე, ნაკრები პირველ მატჩს გამართავს 25 000-იან “მიხეილ მესხზე.” აი ასე, პირადი ბოღმის გამო, ივანიშვილი და მისი ბანდა, 30 000 ადამიანს ართმევს საშუალებას, რომ ევროგამოვლილი ჩვენი ბიჭების თამაში, სტადიონზე ცოცხლად ნახონ.
ქოცობა არის ჩვეულებრივი ბოროტება და ქოცებისთვის მათი ამომრჩეველიც კი, ადამიანად არ ითვლება. მხოლოდ მათი ოჯახის წევრები და ნათესავები არიან ადამიანები, რომელთა სტადიონზე შეყვანა კოვიდპანდემიისასაც კი შეიძლება, როცა სხვებს ქუჩიდან აყურებინებ თამაშს და შენ და შენი შვილები სამთავრობო ლოჟაში ხართ წამოსკუპებულნი.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: ომი ჩვენს დავიწყეთო… ამის მთქმელთან მკვლელი რომ შევარდეს სახლში და ყაჩაღი, რას ეტყვის, მობრძანდი, ბატონო, აი, იმ კარადის უკან ჩემი შვილია დამალული და იმის მოკვლა არ დაგავიწყდესო? თუ სამშობლო სხვა რამეა?

შალვა პაპუაშვილი – მთავარი, რამაც ომების მუდმივი ქაოსის მოჯადოებული წრე გაგვარღვევინა ისაა, რომ მტრებს ხელისუფლებაში, არა ფოჩიან კანფეტს დახარბებული აქტივისტები, არამედ საქართველოს პატრიოტები დახვდნენ – მშვიდობისთვის ომი ჯერ კიდევ მოსაგებია