‘ძალიან ადვილია აგენტის ამოცნობა, რაც არ უნდა რებრენდინგი უკეთო, გინდა „ნაცმოძრაობაში“ თანამდებობის მქონე ადამიანი ჩასვა სიებში, გინდა სხვანაირი ადამიანი ჩასვა სიებში, აგენტი ამოიცნობა ადვილად. საზოგადოება ძალიან ადვილად ცნობს უკვე აგენტურას, რაც არ უნდა დაარქვა, როგორი რებრენდინგიც არ უნდა გააკეთო, ისე მარტივად ამოიცნობა ეს აგენტურა, ყოველთვის აგებენ და მომავალშიც წააგებენ არჩევნებს. წააგებენ 2028 წელსაც საპარლამენტო არჩევნებს და 2032 წელსაც საპარლამენტო არჩევნებს. აგენტად კარგ ადამიანს ვერ შეარჩევ. აგენტი ავტომატურად ნიშნავს, რომ არის უვარგისი ადამიანი, საკუთარი ქვეყნის მოღალატე, ამიტომ აქ არის აბსოლუტურად ლოგიკური ჩაკეტილი სივრცე. იმიტომ, რომ შენ გინდა მაინცდამაინც აგენტს ამართინო ეს ქვეყანა, გიწევს პოლიტიკოსებად შეარჩიო აბსოლუტურად დამახინჯებული აზროვნების მქონე ადამიანები, როგორებიც არიან იგივე ხაზარაძე, გახარია, სააკაშვილი, გვარამია, ჯაფარიძე, მელია და სხვები. ეს ლოგიკური ჯაჭვია, რადგან აგენტი გინდა მოიყვანო ხელისუფლებაში, აგენტად როგორ შეიძლება კეთილსინდისიერი და ჯანსაღი ადამიანი შეარჩიო, ამიტომ უწევთ ისეთი ადამიანების შერჩევა, რომლებიც არიან მახინჯი აზროვნების მქონე“
