როგორ ამარტივებს ველი ბიზნესი კომპანიის მომარაგებას

შესყიდვების პროცესი ნებისმიერი ინდუსტრიისა თუ ზომის ბიზნესისთვის კომპლექსური საკითხია, რომელშიც თითოეულ დეტალს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს – დროის რესურსის სწორი განაწილება, პროდუქციის შესაბამისი რაოდენობა ნებისმიერ მომენტში, ფორსმაჟორულ სიტუაციების მზაობა ან სწრაფი გამოსავლის მოძიება, ბიზნესისთვის მისაღები ღირებულება და სხვა.
მომარაგების გამართული პროცესი ბიზნესის შეუფერხებელი მუშაობისთვის აუცილებელი კომპონენტია.
ველი ბიზნესი VELI.store-ის კორპორატიული მიმართულებაა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების, ხელოვნურ ინტელექტისა და ადამიანურ რესურსების სწორი გამოყენებით ბიზნეს მომხმარებლებისთვის კორპორატიული შოპინგის საუკეთესო გამოცდილებას უზრუნველყოფს.
ტექნოლოგიები კორპორატიული შოპინგის გაადვილებისთვის
შოპინგის საუკეთესო გამოცდილება მომხმარებლისთვის ვებგვერდზე პირველივე წუთებში იწყება. Ბიზნეს მომხმარებლებისთვის პლატფორმაზე რეგისტრაციას 2 წუთი სჭირდება და მხოლოდ აუცილებელი ინფორმაციის შეყვანას მოიაზრებს.
გარდა ამისა, ველიზე სპეციალურად კორპორატიული მიმართულებისთვის ცალკეული კატეგორია არსებობს, რომელიც ბიზნეს მომხმარებლებისთვის ყველაზე საინტერესო პროდუქციასა და შეთავაზებებს აერთიანებს. ამ კატეგორიაში მარტივი ნავიგაციისთვის გვერდი სხვადასხვა ინდუსტრიის მიხედვით ცალკეულ ქვეკატეგორიებად ნაწილდება, რათა მომხმარებელმა დროის სწორად ოპტიმიზაცია შეძლოს.
ტექნოლოგიური რესურსის სწორი გამოყენებით ველი ბიზნესმა ბიზნეს მომხმარებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური ეტაპის – გადახდის, მაქსიმალურად გამარტივება შეძლო. ბიზნეს მომხმარებელს ველიზე გადახდის ორი მეთოდი აქვს – ბარათით და ინვოისით, თუმცა რაც მას სხვებისგან გამოარჩევს ინვოისით გადახდის და ზედნადების ავტომატიზაციაა.
ბიზნეს მომხმარებლებს შეკვეთის განთავსების შემდეგ ავტომატურად ეტვირთებათ ზედნადები კომპანიის RS – ის კაბინეტში.
უნივერსალური სივრცე შესყიდვებისთვის
ველი ბიზნესი სხვადასხვა ინდუსტრიის კომპანიებს ყველა საჭირო ნივთის ერთ სივრცეში შეძენის შესაძლებლობას აძლევს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ინდუსტრიის ბიზნესს ყოველდღიურად განსხვავებული პროდუქტები სჭირდება.
მსგავსი მოცემულობა შესყიდვების პროცესს ბევრად უფრო ბიუჯეტურს, მოკლევადიანსა და გაცილებით მარტივს ხდის, ვიდრე სხვადასხვა კატეგორიების ნივთების ცალკეულ კომპანიებში მოძიება.
საოფისე ბიზნესების შემთხვევაში ეს ძირითადად კომპიუტერული ტექნიკა, აქსესუარები, მცირე ავეჯი ან დეკორაციებია, ხოლო სასტუმროების შეუფერხებელ მუშაობას ხშირად სამზარეულოს ტექნიკა, დასუფთავების საშუალებები, სასმელი, ბარის აქსესუარები, ჭურჭელი და სხვა უამრავი ნივთი სჭირდება.
ფილიალების ერთდროული მომარაგება
ველი ბიზნესი სხვადასხვა ფილიალის მომარაგების გამარტივებულ მომსახურებასაც გთავაზობს, რომელიც ყველა ფილიალის ერთდროულად მომარაგების შესაძლებლობას გაძლევს.
მომხმარებელს რამდენიმე შეკვეთის განთავსებისას, შეუძლია უბრალოდ შეცვალოს მისამართი და მიწოდების ერთი და იგივე დრო მონიშნოს – შესაბამისად თითოეული შეკვეთა სხვადასხვა ფილიალში დროის ერთ ინტერვალში მივა.
შეკვეთები არაა აუცილებელი იდენტური იყოს. თითოეული დამოუკიდებლად ფორმდება, რაც ბიზნეს მომხმარებელს აძლევს მოქნილობას შექმნას ფილიალის საჭიროებებზე მორგებული შეკვეთა და თანადროულად შეავსოს სასურველი ნივთების მარაგი,
Შექმენი ბიზნეს ანგარიში ველიზე, მიიღე საჩუქრად 100 ლარიანი ფასდაკლების ვაუჩერი, აღმოაჩინე სპეციალური შეთავაზებები ბიზნეს მომხმარებლებისთვის და გამოცადე ველი ბიზნესის მომსახურება.
დამატებითი ინფორმაციისა და კორპორატიული ფასდაკლებისთვის დაგვიკავშირდი ონლაინ ჩატის, მეილის: [email protected] ან ტელეფონის ნომრის: 032 2 56 05 05 საშუალებით.