როგორ აირჩევს აშშ-ის დემოკრატიული პარტია პრეზიდენტობის კანდიდატს — მოკლედ

მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა -ის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურა მოხსნა, დემოკრატიულმა პარტიამ ახალი საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა წარადგინოს. პარტია 1972 წლის შემდეგ პირველად, კანდიდატურას არა პირველადი საარჩევნო პროცესით, არამედ პარტიის დელეგატების კენჭისყრის შედეგად აირჩევს.
დელეგატები პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის ასარჩევად ხმას ყოველთვის აძლევდნენ, თუმცა 1970-იანი წლებიდან ეს არსებითად ფორმალობა იყო და დელეგატები ვალდებულები იყვნენ, ხმა პირველადი ს შედეგების მიხედვით დაწინაურებული კანდიდატებისთვის მიეცათ.
ბაიდენის გადაწყვეტილება, კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით, ნიშნავს, რომ მის 3 896 დელეგატს შეუძლია სასურველ კანდიდატს მისცეს ხმა.
თავად ჯო ბაიდენმა მხარი დაუჭირა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს და მას „არაჩვეულებრივი პარტნიორი“ უწოდა. X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მან დაწერა: „მხარს ვუჭერ, რომ წელს კამილა იყოს ჩვენი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი“.
My fellow Democrats, I have decided not to accept the nomination and to focus all my energies on my duties as President for the remainder of my term. My very first decision as the party nominee in 2020 was to pick Kamala Harris as my Vice President. And it’s been the best… pic.twitter.com/x8DnvuImJV — Joe Biden (@JoeBiden) July 21, 2024
მიუხედავად ამისა, ბარაკ ობამა ამბობს, რომ დემოკრატებმა თავად უნდა შექმნან პროცესი, რომელიც „გამორჩეულ კანდიდატს“ გამოავლენს.
ჰარისს, იმისთვის, რომ პირველი ფერადკანიანი ქალი და სამხრეთ აზიური წარმოშობის პირველი საპრეზიდენტო კანდიდატი გახდეს, ბაიდენის მხარდამჭერი 4000 დელეგატიდან უმრავლესობამ უნდა დაუჭიროს მხარი.
ექსპერტების თქმით, წესები დელეგატებს უფლებას აძლევს, ხმა მისცენ იმ კანდიდატს, რომელიც სურთ, მაგრამ რადგან თითქმის ყველა მათგანი ბაიდენის მხარდამჭერი იყო, ხოლო მან კანდიდატად ჰარისი დაასახელა, ეს დიდ გავლენას მოახდენს დელეგატების გადაწყვეტილებაზე. ბაიდენის მხრიდან ჰარისის ასეთი სწრაფი მხარდაჭერა შეიძლება საკმარისი იყოს იმისთვის, რომ ალტერნატიულმა კანდიდატებმა საპრეზიდენტო კანდიდატის პოზიციისთვის აღარ იბრძოლონ.
კვირა საღამოს, დემოკრატიული სახელმწიფო პარტიის ლიდერების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჰარისს, როგორც ნომინანტს.
„მას აქვს კარგი რეპუტაცია და გამოკითხვების შედეგების თანახმად, ყველაზე მაღალი რეიტინგი იმ დემოკრატებს შორის, რომლებიც შეიძლება საპრეზიდენტო კანდიდატად განიხილონ,“ — განუცხადეს ბაიდენის საარჩევნო კამპანიის მონაწილე წყაროებმა Reuters-ს.
კალიფორნიის გუბერნატორმა, დემოკრატიულიო პარტიის წევრმა, გევინ ნიუსომიმ, რომელიც სხვადასხვა დროს თავადაც მოიაზრებოდა პრეზიდენტობის კანდიდატად, მხარი დაუჭირა კამალა ჰარისს და მას „მკაცრი“, „უშიშარი“ და „გამძლე“ უწოდა.
„ჩვენი დემოკრატია და მომავალი სასწორზე დგას, არავის შეუძლია ს ბნელი ხედვის წინააღმდეგ საქმიანობა და ქვეყნის ჯანსაღი მიმართულებით განვითარება ისე, როგორც ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს, @KamalaHarris-ს“, — თქვა მან X-ზე.
Tough. Fearless. Tenacious. With our democracy at stake and our future on the line, no one is better to prosecute the case against Donald Trump’s dark vision and guide our country in a healthier direction than America’s Vice President, @KamalaHarris. — Gavin Newsom (@GavinNewsom) July 21, 2024
ჯერ კიდევ გაურკვეველია, დაუპირისპირდება თუ არა ვინმე ჰარისს კანდიდატობის მოსაპოვებლად. უცნობია ისიც, მოაწყობენ თუ არა დემოკრატები ღია ყრილობას, სადაც კანდიდატებს შეეძლებათ საზოგადოების წინაშე წარდგნენ. თუმცა ჰარისმა 19 აგვისტომდე, დემოკრატთა ეროვნულ კონვენციამდე, უნდა გააძლიეროს 4000 დელეგატისა და 700-ზე „სუპერდელეგატის“ მხარდაჭერა მის მიმართ. „სუპერდელეგატებს“ პარტიის ლიდერები, ოფიციალური პირები, ყოფილი პრეზიდენტები და ვიცე-პრეზიდენტები შეადგენენ.
დელეგატები ოფიციალურად ხმის მიცემის უფლებას დემოკრატთა ეროვნული კონვენციის წინ ან მის დროს მიიღებენ. კონვენცია ჩიკაგოში 19-22 აგვისტოს გაიმართება.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა გუშინ, 21 ივლისს მოხსნა.
წერილი, რომელშიც ბაიდენი საარჩევნო კამპანიის დასრულებაზე იუწყება, X-ზე, პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
pic.twitter.com/RMIRvlSOYw — Joe Biden (@JoeBiden) July 21, 2024
„ჩემი ცხოვრების უდიდესი პატივი იყო, მემსახურა თქვენს პრეზიდენტად. და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი განზრახვა იყო ხელახლა არჩევა, მჯერა, რომ ჩემი პარტიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებშია ჩემი განზე გადგომა და დარჩენილი ვადის განმავლობაში მხოლოდ საპრეზიდენტო მოვალეობის შესრულებაზე ფოკუსირება“, — ნათქვამია წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ