როგორ ადგენენ არქეოლოგები ჩონჩხის სქესს?

სხვაობა ფორმასა და ზომას შორის – ეს მთავარი ასპექტებია, რომლებსაც არქეოლოგები ჩონჩხის სქესის დადგენის დროს ითვალისწინებენ, თუმცა მათი თქმით, ეს ასპროცენტიან სიზუსტეს არ იძლევა.

ბიოლოგიური ანთროპოლოგის ქეილი ბესტის თქმით, მამაკაცების ჩონჩხი საშუალოდ 15%-ით უფრო მსხვილი და მაღალია, ვიდრე ქალის. სქესის დადგენის სიზუსტე კი 80-90%-ს შეადგენს.

დნმ-ის ანალიზი კიდევ ერთი საშუალებაა ჩონჩხის სქესის დასადგენად ქრომოსომების მიხედვით. ეს მეთოდი 99%-იან სიზუსტეს იძლევა. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ დროთა განმავლობაში დნმ-ი დეგრადაციას განიცდის, ყველა არქეოლოგიურ ჩონჩხში მსგავსი მეთოდის გამოყენება შეუძლებელი ხდება. ამიტომ, ძირითად მეთოდად მაინც ძვლის სტრუქტურის შესწავლა ხდება.

თუმცა, მეცნიერები ერთ პრობლემას აწყდებიან. ხანდახან, როდესაც ისინი სქესის დადგენას ცდილობენ, არსებობენ ისეთი ჩონჩხები, რომლებიც არსებულ მონაცემებს არ შეესაბამებიან. ამგვარად, ასპროცენტიან შედეგს ამ მიმართულებით არქეოლოგებმა ჯერ ვერ მიაღწიეს.

მეცნიერების თქმით, ჩონჩხის სქესის დადგენა მხოლოდ ძვლების მეშვეობით იმაზე რთულია, ვიდრე ეს აქამდე ითვლებოდა.
წყარო: imedinews.ge