“როგორც ჯარისკაცს უხარისხო იარაღი არ უნდა ეჭიროს, ისე ვარ მეც… უხარისხო იმპლანტს პაციენტს ვერ ჩავუყენებ” – ლევან ჩიკვატია

„ეს არის 100%-ით პაციენტისკენ და ხარისხისკენ მიმართული გადაწყვეტილება“ – ასე აფასებს ექიმი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი ლევან ჩიკვატია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებისთვის თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობის დაშვებას.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში პაციენტის თანაგადახდა DRG დაფინანსების მოდელზე გადასვლიდან 2 წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი. ე.წ VIP პალატით სარგებლობის გარდა დღეს უკვე პაციენტს მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზეც შეუძლია თანხა დაამატოს. აქამდე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მათ ეს შესაძლებლობა შეზღუდული ჰქონდათ. ან სახელმწიფოს დაფინანსებული სერვისით უნდა ესარგებლათ, უკეთესი მომსახურების მიღების სურვილის შემთხვევაში კი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ერთჯერადად უნდა დაეტოვებინათ და მომსახურების ღირებულებაც სრულად გადაეხადათ.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის ადმინისტრაციის აუდიტის სამსახურის ფუნქციები გაფართოვდება და არა მხოლოდ მთავრობის ადმინისტრაციის, არამედ მთლიანად მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის ზედამხედველობის ფუნქციაც მიენიჭება – ირაკლი კობახიძე