„როგორც ჩანს ქოცი მართლაც რიგგარეშე არჩევნებისთვის ემზადება“ – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, „კავკასიის“ დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:
„როგორც ჩანს ქოცი მართლაც რიგგარეშე არჩევნებისთვის ემზადება და კიდევ ერთ ხვრელს ქოლავს, რომ ემანდ სხვადასხვა ჯგუფები ერთ საარჩევნო სიაში არ გაერთიანდნენ. ვითომ საქმეს ართულებენ თავისი ჭკუით:
საარჩევნო ადმინისტრაციაში წარდგენილ პარტიულ სიებში მხოლოდ პარტიის წევრი შეიძლება იყოს შეყვანილი.
ახალი რედაქციის „საარჩევნო კოდექსის“ პროექტით, ეს წესი გავრცელდება როგორც საპარლამენტო, ასევე მუნიციპალური არჩევნებისთვის წარდგენილ პარტიულ სიებზე.
პროექტის თანახმად, პარტია უფლებამოსილი იქნება კანდიდატად მხოლოდ პარტიის წევრი წარადგინოს, უპარტიო კანდიდატის წარდგენის შესაძლებლობა კი, საინიციატივო ჯგუფებს ექნება. სხვა შემთხვევაში კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება ან რეგისტრირებულ კანდიდატს რეგისტრაცია გაუუქმდება.
ახალი რედაქციის “საარჩევნო კოდექსის“ პროექტსა და მასზე თანდართულ საკანონმდებლო ცვლილებებს 19 ნოემბერს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს.
ახალი საარჩევნო კანონმდებლობით არჩევნებთან დაკავშირებული მთელი რიგი საარჩევნო ნორმები და პროცედურები იცვლება.
პროექტის ავტორი და ინიციატორები არიან “ქართული ოცნების“ დეპუტატები: – არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, , დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე.“

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?

ირაკლი კობახიძე – ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ განვითარებასა და მოდერნიზაციას – საქართველომ და აზერბაიჯანმა არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორები