როგორც ჩანს, პრინცესა ლილიბეტი მამას ჰგავს… – მეგან მარკლმა პირველად გამოაქვეყნა ქალიშვილის ფოტო – Marao

მე­გან მარ­კლი­სა და პრინც ჰა­რის ქა­ლიშ­ვი­ლი ლი­ლი­ბე­ტი 4 წლის გახ­და. შვილის და­ბა­დე­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით კი მე­გან­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.
“4 წლის წინ, დღე­ვან­დელ დღეს, ის ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში შე­მო­ვი­და. ამის გამო კი ჩვე­ნი ყო­ვე­ლი დღე უფრო ნა­თე­ლი და უკე­თე­სია. მად­ლო­ბა, რომ გვიგ­ზავ­ნით სიყ­ვა­რულს და აღ­ნიშ­ნავთ მის და­ბა­დე­ბის დღეს.”
მეგან მარკლი დაიბადა 1981 წლის 4 აგვისტოს ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში. მამის მხრიდან იგი ინგლისელ-ირლანდიელია, ხოლო დედის ხაზით აფროამერიკელი. სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლესი განათლების მისაღებად ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა, სადაც ბაკალავრის ხარისხი მიიღო საშემსრულებლო ხელოვნებასა და საერთაშორისო ურთიერთობებში. ამის შემდეგ იგი დროებით გადავიდა ბუენოს-აირესში, არგენტინაში, სადაც ამერიკის საელჩოში მუშაობდა.
2016 წელს ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა ოფიციალურად განაცხადა, რომ პრინც ჰარის რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდა ურთიერთობა მეგან მარკლთან. 2017 წლის 27 ნოემბერს ისინი დაინიშნნენ, 2018 წლის 19 მაისს კი ქორწილის დღეც დაინიშნა.
ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე, 2018 წლის 8 მარტს ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა მდინარე იორდანედან ჩამოტანილი წყლით ანგლიკანად მონათლა მეგანი, რათა ჰარიზე დაქორწინება შესძლებოდა. მის ნათლობას დაესწრო როგორც პრინცი ჰარი, ასევე მამამისი, პრინცი ჩარლზი და მისი მეორე ცოლი, კამილა. მისი 45 წუთიანი ნათლობის ცერემონიალი კენტერბერის ეპისკოპოსმა ჯასტინ უილბიმ ჩაატარა. ვინაიდან მარკლსა და ეპისკოპოსს კარგი ურთიერთობა აქვთ, მეგანმა მონათვლა მას თავად სთხოვა. უილბიმ მას ასევე შეასწავლა ანგლიკანური რწმენისათვის დამახასიათებელი წეს-ჩვეულებები.
2018 წლის 19 მაისს, უესტმინსტერში შედგა მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის ქორწინება, რის შემდეგაც მას სასექსის ჰერცოგინიობა უბოძეს. ამავე წლის 15 ოქტომბერს წყვილმა გამოაცხადა, რომ 2019 წლის გაზაფხულისათვის ბავშვს ელოდებოდნენ.