როგორც ჩანს, მმართველი პარტია არჩევნების მოსაპარად ემზადება – PACE

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წევრები საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ დაშინებისა და ზეწოლის შესახებ საგანგაშო ცნობებს იღებენ.

PACE-ის შეფასებით, ეს ცნობები მიუთითებს, რომ მმართველი პარტია ემზადება მომავალი საპარლამენტო ს მოსაპარად. კერძოდ,  ეს მოიცავს მასობრივი დაშინების კამპანიას ოპოზიციონერი კანდიდატებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ, მათ შორის, ოჯახების დაშინებას და ოფისების დაზიანებას.

“საქართველოდან შემოდის საგანგაშო ცნობები, რომლებიც, როგორც ჩანს, იმაზე მიუთითებს, რომ მმართველი პარტია მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოსაპარად ემზადება. ეს მოიცავს მასიური დაშინების კამპანიას ოპოზიციის კანდიდატებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ. ასევე იყო ფიზიკური თავდასხმები ოპოზიციონერ აქტივისტების წინააღმდეგ. ამომრჩევლებს ასევე აშინებენ ცრუ ინფორმაციით გავრცელებით, რომ “მთავრობა გაიგებს, ვის მიეცით ხმა და ამას შედეგები მოჰყვება”, ამით კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ მათი კენჭისყრის ფარულობას. ე.წ. უცხოური აგენტების კანონის ამოქმედებამდე, ანტიკორუფციული კანონმდებლობის ბოროტად გამოყენებით არჩევნებზე დამკვირვებელ ბევრ ადგილობრივ ორგანიზაციას ხელს უშლიან მათი საქმიანობის განხორციელებისგან. საბოლოოდ, როგორც ჩანს, ცენტრალური საარჩევნო კომისია მმართველი პარტიის კონტროლის ქვეშ მოექცა. ამგვარმა ქმედებებმა შექმნა ისეთი წინასაარჩევნო გარემო, რომელშიც ძალიან რთულია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. იმისთვის, რომ არჩევნების შედეგები საერთაშორისოდ აღიარებული იყოს, ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ანტიდემოკრატიული ქმედებები და შეცვალოს კურსი. საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების როლი, მათ შორის, საპარლამენტო ასამბლეის, გადამწყვეტია იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თავისუფლად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი”. – წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თორნიკე შარაშენიძე – ირანი ცდილობს, თავი ისლამური სამყაროს ლიდერად წარმოაჩინოს, რომელიც რაღაცას მაინც აკეთებს რეგიონში ისრაელის წინააღმდეგ – არავინ არის დაინტერესებული ახალი კატასტროფული კონფლიქტით