“როგორც ჩანს, კალაძის ჯერიც მალე დადგება” – ირაკლი აბესაძე

“ბოლო 5 დღის განმავლობაში უკვე ვნახეთ 2 დაკავება თბილისის მერიაში ქრთამის აღებაზე. რა თქმა უნდა, დაუჯერებელია, რომ ცალკეული შემთხვევაა და უფრო მეტიც, მე დარწმუნებული ვარ, რომ დიახ, თბილისის მერიაში იყიდება სასაფლაოები. ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ გარე მოვაჭრეებს ართმევენ ქრთამს, რომ კორუფციაა მშენებლობების ნებართვების გაცემის სფეროში, რომ კორუფციაა სატრანსპორტო სფეროში და ყველა იმ მიმართულებით, რომელიც კალაძის უწყებას აბარია. მერმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ მისი უწყება იყოს თავისუფალი კორუფციისგან, მითუმეტეს, რომ არავის სჯერა, რომ ეს არის ცალკეული და ერთეული შემთხვევა. რეალურად, უწყება არის სრულად კორუმპირებული, ამიტომ, როგორც ჩანს, კალაძის ჯერიც მალე დადგება.”