როგორც ჩანს, ირანს არ აქვს საშუალება ისრაელს ჯეროვანი სამხედრო პასუხი გასცეს, რის გამოც ამ ქვეყანაში ხავერდოვანი რევოლუციაც შეიძლება დაიწყოს

როგორც ჩანს, ირანს არ აქვს საშუალება ისრაელს ჯეროვანი სამხედრო პასუხი გასცეს, რის გამოც ამ ქვეყანაში ხავერდოვანი რევოლუციაც შეიძლება დაიწყოს
„ირანი-ს სამხედრო დაპირისპირების ამბავი იმდენად ცხელია, რომ პროგნოზის გაკეთება სითამამეა. თუმცა, ამ მომენტისთვის რაც უკვე მკაფიოდ ჩანს, არის ის, რომ ამ ყველაფერს საბაბიც აქვს და შორს მიმავალი გეგმებიც გააჩნია“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, როგორც ჩანს, ირანს არ აქვს საშუალება ისრაელს ჯეროვანი სამხედრო პასუხი გასცეს, რის გამოც ამ ქვეყანაში ხავერდოვანი რევოლუციაც შეიძლება დაიწყოს. „სგან ირანზე სამხედრო თავდასხმის საბაბი არის ის, რომ თითქოს ირანი ჯიუტად არ ეთანხმება იმ კონსორციუმში გაერთიანებას, რომელშიც შედის და არაბთა გაერთიანებული საამიროები და რომელთაც ერთობლივად უნდა ემუშავათ ბირთვულ პროგრამაზე.
ანუ, ამ კონსორციუმში შემავალ ქვეყნებს ბირთვულ პროგრამაზე დამოუკიდებლად მუშაობის საშუალება არ ეძლეოდათ, რასაც ირანი ჯიუტად აგრძელებდა. დღეს დავინახეთ, რომ თავი გამოყო ირანის უკანასკნელი შაჰის შვილმა, პოლიტიკური განცხადება გააკეთა და ირანელ ხალხს აუწყა, რომ ის მზად არის, ამ ქვეყნისა და ერისათვის რთულ პერიოდში, ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგეს და ირანელი ერი გამოიყვანოს იმ ჩიხიდან, რაშიც ათობით წელია იმყოფება, უმკაცრესი სანქციების ქვეშ. როგორც ჩანს, ირანის შეიარაღებულ ძალებს არ აქვთ ის არსენალი, რითაც ისრაელისთვის ჯეროვანი სამხედრო პასუხის გაცემას შეძლებდნენ. ხოლო, ის ფაქტი, რომ დღეს ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა ირანის ქუჩებში და თავისი ხელისუფლებისგან ითხოვს, ისრაელს ადეკვატური პასუხი გასცეს, ქვეყანაში ხავერდოვანი რევოლუციის შესაძლებლობასაც აჩენს, რასაც ირანის უკანასკნელი შაჰის ვაჟის გამოჩენაც დაემთხვა. ამ შემთხვევაში კი ირანში არსებული სისტემა თავდაყირა დადგება“, – აღნიშნა დავით ქართველიშვილმა

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც „ნაციონალები“ ძალადობენ, ამას არასოდეს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია, ეს არის კლასიკური ორმაგი სტანდარტი, რაც აღარავის გვიკვირს, ამ დონემდეა დასული დღეს ევროპული ბიუროკრატია, რაც ძალიან სამწუხაროა

გამჭვირვალობის კანონზე სრულიად გაუგებარია ევროკავშირის დამოკიდებულება, მაშინ, როდესაც მისი წევრი ქვეყნების თითქმის მესამედს სხვადასხვა ფორმით, ზოგს პირდაპირ იდენტური ქართული კანონმდებლობის, ზოგს უფრო ხისტი ან უფრო მსუბუქი კანონმდებლობა აქვს

მათ რიტორიკაში, ჩვენი ევროპული კურსიდან გადახვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ საქართველოში შემოპარების ოპერაცია ჩავარდა” – ირაკლი ქადაგიშვილი ევროსტრუქტურებზე

ტრაგიკულია მდგომარეობა, რომელიც შექმნილია ევროპულ ბიუროკრატიაში და ქალბატონი კოსის განცხადებებიც ამაზე მეტყველებს, საქართველო არის მოწინავე, გამორჩეული ქვეყანა კანდიდატ ქვეყნებს შორის, ყველა თვალსაზრისით – ქართველ ხალხს აქვს გამოხატული საკუთარი ნება და ყველას ვურჩევ, შეეგუონ ქართველი ხალხის არჩევანს