როგორც ჩანს, ევროკავშირის საელჩო წელსაც აპირებს საარჩევნო კამპანიაში ჩართვას და სთვის ვიზის საკითხით ამომრჩეველთა ნების ფორმირებაზე გავლენის მოხდენას

როგორც ჩანს, ევროკავშირის საელჩო წელსაც აპირებს საარჩევნო კამპანიაში ჩართვას და სთვის ვიზის საკითხით ამომრჩეველთა ნების ფორმირებაზე გავლენის მოხდენას
როგორც ჩანს, შარშანდლის მსგავსად, ევროკავშირის საელჩო, წელსაც აპირებს, ვენის კონვენციის და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, საარჩევნო კამპანიაში ჩართვას და თვითმმართველობის არჩევნებისთვის უცხო, ვიზის, საკითხით, ამომრჩეველთა ნების ფორმირებაზე გავლენის მოხდენას, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.
იგი ევროკავშირის საელჩოს პოსტს აზიარებს და განმარტებას აკეთებს.
„ევროკავშირის საელჩოს ამ პოსტმა ცხადყო, თუ რა ჩანაფიქრი დგას ბრიუსელის მიერ პროცედურებით გაუთვალისწინებელი წერილის მოწერის უკან, რომელსაც, ზეპირად, აგვისტო, როგორც ვადა მოაყოლეს, მაშინ როდესაც სავიზო პირობების შესრულების ყოველწლიური ანგარიშისთვის, რომელიც აგვისტოდან ოთხ თვეში, დეკემბერში მიიღება, შესაბამის უწყებებს შორის კომუნიკაცია ისედაც არსებობს.
როგორც ჩანს, შარშანდლის მსგავსად, ევროკავშირის საელჩო, წელსაც აპირებს, ვენის კონვენციის და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, საარჩევნო კამპანიაში ჩართვას და თვითმმართველობის არჩევნებისთვის უცხო, ვიზის, საკითხით, ამომრჩეველთა ნების ფორმირებაზე გავლენის მოხდენას.
მსგავსი მასშტაბის ჩარევა და ნებისმიერ ფასად ხალხის არჩევანის შეცვლის სურვილი რომ ევროპული ღირებულებებისგან გადახვევაა, ამაზე უკვე დიდი ხანია, ვსაუბრობთ. ყოველი ასეთი განცხადება ჩვენი სიმართლის მორიგი დადასტურებაა.
ამ პოსტში ისიც საინტერესოა, რომ საელჩომ ბანერებზე არ გამოაჩინა, რომ ბრიუსელი „ოჯახური ღირებულებების“ და „გამჭვირვალობის“ კანონების გაუქმებას მოითხოვს“, – წერს .
Previous: ს ოჯახი ნანუკა ჟორჟოლიანს უჩივის

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენთვის საინტერესოა, რას უპირებს ევროკავშირს აშშ და უფრო მეტად საინტერესოა, რას უპირებს ევროკავშირს ის არაფორმალური ძალა, რომელიც დღეს კარნახობს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ევროპულ ბიუროკრატიას

იმდენად გაცვითეს შანტაჟის ყველა ინსტრუმენტი, რომ ამ ინსტრუმენტსაც, რასაც ჰქვია ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება, არ აქვს შანტაჟის არავითარი ძალა, საზოგადოება ძალიან საღად აზროვნებს და პრაგმატულად უდგება ყველა გადაწყვეტილებას, რომელსაც უსამართლოდ იღებს ევროპული ბიუროკრატია

არაბიზაცია არის ტყუილი, რაც ჩვენ ფაქტებით დავადასტურეთ, ინვესტიცია არის უპრეცედენტო, 11 მილიარდის ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ხელშეკრულების შინაარსი მთლიანად ცნობილია საზოგადოებისთვის, დანარჩენი არის სპეკულაციები

რასაც უწოდებდნენ ნატოს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, ეს იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც ედუარდ შევარდნაძე იტყოდა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა სამჯერ – ერთხელ ეს იყო საქართველო 2008 წელს და ორჯერ – უკრაინა, დღეს ვხედავთ, რომ აშშ-ი ფიქრობს ამ პოლიტიკის გადახედვაზე