როგორც ჩანს, დავალება მიიღე, რომ გააშავო ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი – თამთა მეგრელიშვილი თინა ხიდაშელს

თინა ხიდაშელს მინდა მივმართო: როდესაც ენა გიბრუნდება და კორუფციის ჭრილში შინაგან საქმეთა მინისტრს, გეკა გელაძეს ახსენებ, ეს შენი მხრიდან მხოლოდ უბინძურესი სპეკულაციაა – მეტი არაფერი! – წერს “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი, რომელიც ეხმიანება თინა ხიდაშელის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრ გეკა გელაძესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, “ირაკლი ღარიბაშვილის საქმის შემდეგ ანტიკორუფციული ბიურო, ამჟამინდელი შს-მინისტრის, გეკა გელაძისსთვის ნაჩუქარი ფულის წარმომავლობითაც უნდა დაინტერესდეს, რომელიც გელაძეს დეკლარაციაში აქვს მითითებული.”
მეგრელიშვილის თქმით, ხიდაშელმა კარგად იცის, რომ გეკა გელაძის მეუღლის მამა, უკვე ათეულობით წელია, რაც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გადამხდელია სახელმწიფოს ბიუჯეტში და ამას უჩუმრად, აფიშირების გარეშე აკეთებს. ის ვარაუდობს, რომ თინა ხიდაშელს დავალება აქვს მიღებული, “გააშავოს” ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი.
“თინა ხიდაშელს მინდა მივმართო:
როდესაც ენა გიბრუნდება და კორუფციის ჭრილში შინაგან საქმეთა მინისტრს, გეკა გელაძეს ახსენებ, ეს შენი მხრიდან მხოლოდ უბინძურესი სპეკულაციაა – მეტი არაფერი!
ძალიან კარგად იცი, რომ გელაძის ოჯახი, კონკრეტულად კი მისი მეუღლის მამა საქართველოს ბიუჯეტში გადასახადების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გადამხდელია, თანაც ათეულობით წელია.
ამ ყველაფერს უჩუმრად, ზედმეტი აფიშირების გარეშე აკეთებენ, ზოგიერთებისგან განსხვავებით…
როგორც ჩანს, დავალება მიიღე, რომ გააშავო ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი, რომლის დროსაც, სხვათა შორის, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მაღალია და კორუფციასთან ბრძოლამაც სწორედ ახლა მიიღო უპრეცედენტოდ სასიამოვნო მასშტაბი, ეტყობა ეგ პირიქით, ძალიან გაწუხებთ!..” – წერს თამთა მეგრელიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ერთია სახელმწიფოს და მისი პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება და მეორეა ხალხის მიმართ დამოკიდებულება, სწორედ ამის გარჩევაა მნიშვნელოვანი, რასაც თავს გვახვევენ რუსოფობიის სახით, ეს არის პოლიტიკის გადატანა ხალხის მიმართ დამოკიდებულებაზე, მთავარია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ სახელმწიფო, როგორც ასეთი და ერი, როგორც ასეთი