როგორც ჩანს, -ს ახალი ადმინისტრაცია საქართველოსთან მიმართებაში უფრო გაურკვევლობაშია, ვიდრე გარკვეულობაში

როგორც ჩანს, -ს ახალი ადმინისტრაცია საქართველოსთან მიმართებაში უფრო გაურკვევლობაშია, ვიდრე გარკვეულობაში
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილის დღეს გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, „ახალმა ადმინისტრაციამ „ქართულ ოცნებას“ ხელი რომ გაუწოდოს, აგენტურა საბოლოოდ უნდა გაანადგუროს, რასაც ბუნებრივია, „დიფ სთეითი“ არ დაუშვებს. ამავდროულად, „ქართული ოცნება“ ახლა იმდენად არის მოძლიერებული, რომ მასზე თავდასხმაც დღეს სრულიად კონტრპროდუქტიული იქნებოდა, სწორედ ამიტომ რჩება [აშშ] ახალი ადმინისტრაცია დუმილის რეჟიმში“.
ნიკოლეიშვილის თქმით, „საქართველოში მოქმედი აგენტურასა და პრინციპულ ხელისუფლებას შორის არჩევანის გაკეთების დრო უკვე ნამდვილად დამდგარია! რაც შეეხება თავად საქართველოს, შესაძლოა “დიფ სთეითან” ახალი შეტევისთვის თუ გნებავთ ომის ახალი ფაზისაში ჩართვა მოგვიწიოს, ამისთვის კი ხელისუფლებაც და ჯანსაღი საზოგადოებაც სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს!“. „როგორც ჩანს, აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია საქართველოსთან მიმართებაში უფრო გაურკვევლობაშია, ვიდრე გარკვეულობაში.
ერთმხრივ გამოცხადებული აქვთ, რომ „დიფ სთეითს“ ვებრძვითო, მეორე მხრივ სწორედ „დიფ სთეითი“ გახლდათ საქართველოს დაქცევა-განადგურების მთავარი ინიციატორი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სწორედ საქართველოს ხელისუფლებასთან, იმათთან ვინც ყველაზე უფრო შეეწინააღმდეგა „გლობალური ომის პარტიას, უკვე უნდა იყოს დაწყებული ურთიერთობების გადატვირთვა-გაუმჯობესების პროცესი.
ამისათვის კი ამერიკელებმა თავიანთი თუნდაც შერცხვენილი და ხელმოცარული, მაგრამ მაინც თავიანთი აგენტურა უნდა გაანადგურონ, მაგრამ ამას ასე ადვილად კი ისევ „დიფ სთეითი“ არ დაუშვებს, ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ მათზე ძალიან დიდი ფსონი იყო დადებული და მილიარდობით დოლარი დახარჯულ-გადაყრილი. რჩება ე.წ. დუმილის რეჟიმი, რომელსაც აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია თითქოსდა გარკვეული სიფრთხილით ეკიდება მაგრამ როდემდის? საქართველოში მოქმედი აგენტურასა და პრინციპულ ხელისუფლებას შორის არჩევანის გაკეთების დრო უკვე ნამდვილად დამდგარია! რაც შეეხება თავად საქართველოს, შესაძლოა “დიფ სთეითან” ახალი შეტევისთვის თუ გნებავთ ომის ახალი ფაზისაში ჩართვა მოგვიწიოს, ამისთვის კი ხელისუფლებაც და ჯანსაღი საზოგადოებაც სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს!“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის

გიორგი კანდელაკის და თინა ხიდაშელის მიზანია საქართველო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ, შექმნან საერთაშორისო იზოლაციის ილუზია და ხელი შეუშალონ იმ პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც დღეს რეალურად მიმდინარეობს

საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი ან დივერსია, ღალატია, დროა კოლექტიური ხიდაშელ-“ტაივანჩიკები” და კრებსითი გიორგი კალანდაძეები და მსგავსი “შპანა” კანონიერად აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია