“როგორც ჩანს, “ატლეტიკო” 6 ფეხბურთელით ითამაშებს” – იოზილმა მადრიდელებს დასცინა

როგორც მოგახსენეთ, ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია ლურჯი ბარათების შემოღებას გეგმავს.
აღნიშნულ ამბავს მადრიდის “რეალისა” და ლონდონის “არსენალის” ყოფილი ვარსკვლავი მესუთ იოზილი გამოეხმაურა.
“გამოდის, რომ “ატლეტიკო” 6 ფეხბურთელით ითამაშებს?”, – დაწერა სოციალურ ქსელში იოზილმა.
შეგახსენებთ, მოთამაშე, რომელიც 2 ლურჯ ბარათს მიიღებს, მოედნიდან გაძევებული იქნება. ასევე, თუ ფეხბურთელი ლურჯი ბარათის მიღების შემდეგ ყვითელ ბარათს მიიღებს, ავტომატურად წითელ ბარათად გადაკეთდება.