„როგორც პოლიტიკაში ერკვევა, ისე ერკვევა სპორტშიც თბილისის დინამოს მფლობელი“ – კობახიძე რომან ფიფიაზე

„ცოტა ხნის წინ, ამ ადამიანებს, ვინც დღეს თბილისის დინამოს ხელმძღვანელობაშია, უნდოდათ დინამოს ბაზის ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობა. ეს ზუსტად იმ პოლიტიკის გამოვლინებაა, რაც ქონდა წინა ხელისუფლებას. ამას რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ.
თვითონ დამოკიდებულება ამ ყველაფრიდან ჩანს. ეს ადამიანები თბილისის დინამოს სახელით ავრცელებენ პოლიტიკურ განცხადებებს. რამდენიმე დღის წინაც, თბისის დინამოს სახელით, რა შუაშია თბილისის დინამო, გაავრცელეს პოლიტიკური განცხადება და გააპროტესტეს გამჭვირვალობის შესახებ კანონი. როგორც ჩანს, როგორც პოლიტიკაში ერკვევა, ისე ერკვევა სპორტშიც თბილისის დინამოს მფლობელი,“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.