როგორც ნიკა კვეკვესკირმა თქვა, ფეხბურთელები ერთმანეთს ამხნევებენ და მათ შორის განხეთქილების ჩამომგდებ აზრს არ უშვებენ, მაგრამ რადიკალების მხრიდან ამის მცდელობა რომ არის, ხომ ფაქტია?

როგორც ნიკა კვეკვესკირმა თქვა, ფეხბურთელები ერთმანეთს ამხნევებენ და მათ შორის განხეთქილების ჩამომგდებ აზრს არ უშვებენ, მაგრამ რადიკალების მხრიდან ამის მცდელობა რომ არის, ხომ ფაქტია?
„ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ასეთი შედეგისთვის რომ მიეღწია საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს, ხომ წარმოგიდგენიათ რა დღეში იქნებოდნენ?“ – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალები იმ დადებითი შედეგების დამახინჯებასაც ცდილობენ, რასაც საქართველოს ნაკრების წევრებმა ევროპის ჩემპიონატზე მიაღწიეს.
„მახსოვს, FIFA-ს დაფინანსებული ერთი და იგივე ბაზა სამჯერ გახსნა სააკაშვილმა. ცალკე თემაა, რა აქვთ ამ მხრივ გაკეთებული – როგორი დამცირებული ჰყავდათ ფეხბურთელები ნაცმოძრაობის დროს, რა მდგომარეობა იყო ფეხბურთში და ა.შ. ამიტომ, ყველას თავისი როლი აქვს და ამაზე საუბარი არ უნდა მოგვერიდოს – „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ თავისი დადებითი როლი შეასრულა ამ პროცესში და იგივე ხვალაც უნდა გააგრძელოს.
ფეხბურთელებთან დახვედრაზე რომ ქილიკობდნენ, წარმოიდგინეთ, ხელისუფლებას ეს რომ არ დაეორგანიზებინა, რას იტყოდნენ. რადიკალები ამ დადებითი პროცესის დამახინჯებასაც ცდილობენ. როგორც ყოფილმა ფეხბურთელმა, ვიცი ნაკრების წევრების მდგომარეობა. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არავინ, მათ შორის ბუდუ ზივზივაძე არ დაზიანდეს რადიკალების ქმედებებისგან. როგორც ნიკა კვეკვესკირმა თქვა, ერთმანეთს ამხნევებენ და მათ შორის განხეთქილების ჩამომგდებ აზრს არ უშვებენ, მაგრამ რადიკალების მხრიდან ამის მცდელობა რომ არის, ხომ ფაქტია?“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება