“როგორც მე შემატყობინეს, კვარაცხელია ამ პერიოდს გამოტოვებს” – ფედელემ და Gazzetta Dello Sport-მა ხვიჩას ტრავმაზე ახალი ინფორმაცია გაავრცელეს

ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა და “პარმას” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ L’Infedele-ის მიკროფონთან ს ტრავმის შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ჩვენებურს ორი კვირის გამოტოვება მოუწევს და მას ეს ამბავი შეატყობინეს.
“ხვიჩას ტრავმა უმნიშვნელოა, მაგრამ როგორც მე შემატყობინეს, უქმოობა 2 კვირა მაინც მოუწევს. რატომ დარჩა “ლაციოსთან” მატჩში პირველი ტაიმის შემდეგ მაინც მოედანზე თუ ტრავმა ჰქონდა? – ეს არის ტრავმა, რომელსაც მაშინვე ვერ გრძნობ.
თამაშის დასრულების და ყინულის დადების მერე რამდენიმე საათში კი ტკივილიც შესამჩნევი ხდება”, – ამბობს ფედელე.
ხვიჩას ტრავმის შესახებ
ახალ ინფორმაციას ავრცელებს Gazzetta Dello Sport-იც. გამოცემა წერს, რომ კვარაცხელიას მოედანს შესაძლოა, 10 დღეში დაუბრუნდეს და ეს ყველაფერი აღდგენით თერაპიულ კურსზე იქნება დამოკიდებული. ქართველის დაბრუნებას 29 დეკემბერს 2024 წლის ბოლო მატჩში ელოდებიან, სადაც “პარტენოპეი” “ვენეციას” უმასპინძლებს. სერია A-ს მომდევნო 2 ტურის შეხვედრას კი ის გასვლაზე “უდინეზესთან” და შემდეგ “ჯენოასთან” გამოტოვებს.