“როგორც კი “MEGOBARI აქტს” მოეწერება ხელი, საქართველოში დაიწყება უპრეცედენტო ცვლილებები“ – ია ფარულავა

MEGOBARI აქ­ტის მხარ­და­სა­ჭერ მსვლე­ლო­ბა­ში მსახიობი ია ფარულავა იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

მისი თქმით, დო­ნალდ ტრამ­პი სა­ქარ­თვე­ლოს არ მი­ა­ტო­ვებს და აქტს აუ­ცი­ლებ­ლად მო­ა­წერს ხელს.

“ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ყვე­ლამ ძა­ლი­ან კარ­გად იცის ჯერ კი­დევ დე­კემ­ბრის თვი­დან, რო­დე­საც მე ვსა­უბ­რობ­დი “MEGOBARI აქ­ტზე“. ბევ­რმა არც იცო­და რა არის ეს აქტი, მაგ­რამ ახლა დავ­დე­ქით იმ რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე, რომ აქტს ერთი ხელ­მო­წე­რა­ღა სჭირ­დე­ბა – პრე­ზი­დენ­ტის ხელ­მო­წე­რა­ღა სჭირ­დე­ბა იმის­თვის, რომ დამ­ტკიც­დეს და გახ­დეს კა­ნო­ნი.

ეს არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რაც კი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში რად­გა­ნაც ეს აქტი მო­ი­ცავს ჩი­ნე­თის კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის ზე­გავ­ლე­ნის ჩახ­სნას, ირა­ნის და კრემ­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ზე­გავ­ლე­ნის ჩახ­სნას.

რო­გორც კი “MEGOBARI აქტს” მო­ე­წე­რე­ბა ხელი, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­წყე­ბა უპ­რე­ცე­დენ­ტო ცვლი­ლე­ბე­ბი.

დო­ნალდ ტრამ­პი არ მი­ა­ტო­ვებს სა­ქარ­თვე­ლოს, რად­გა­ნაც ის არის სა­ქარ­თვე­ლოს მე­გო­ბა­რი და ამე­რი­კა იყო, არის და იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი,“ – გა­ნა­ცხა­და ია ფა­რუ­ლა­ვამ მსვლე­ლო­ბი­სას.

ასევე დაგაინტერესებთ

დაძაბულობის მუხტის შემოსატანად ბევრი ზარი ხორციელდება, რომ თითქოს სადღაც ბომბია განთავსებული. მოსაზრებაც მაქვს და გარკვეული ინფორმაციაც, რომ ერთ-ერთი იმ ქვეყნიდან, საიდანაც „ჰექსოგენიც“ გამოგვიგზავნეს

ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ის გლობალური პოლიტიკური რეჟიმი არ დამარცხდება, ვინც საქართველოში ეს მახრჩობელა სურო დაგვითესა. თაობები იცვლება, უცვლელი კი უნდა დარჩეს “ქართული სახელმწიფოს” იდეა