როგორც კი მოვა ახალი ხელისუფლება, საზმაუ ხალხს უნდა დაუბრუნდეს – პრეზიდენტი

არ შეიძლება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი იყოს დამონებული და მხოლოდ ერთი პარტიის ინტერესებს ემსახურებოდეს, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, არჩევნები, რომელიც არხზე ჩატარდა, რეალურად, არჩევნები არ იყო.
ზურაბიშვილი ამბობს, რომ როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, საზმაუ ხალხს უნდა დაუბრუნდეს.
არ შეიძლება, არ გამოვეხმაუროთ პლატფორმის მხრიდან საზოგადოებრივ მაუწყებელში მომხდარ ე.წ. არჩევნებს, რაც ფაქტია, არჩევნები არ არის. კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ მდგომარეობა, რაც გვაქვს საზოგადოებრივ მაუწყებელში, დამოკიდებული და დამონებული საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ემსახურება მხოლოდ ერთ პარტიას და იმ პარტიაში რამდენიმე ადამიანს, ეს არ შეიძლება, გაგრძელდეს და როგორც კი არჩევნები ჩატარდება და მოვა ახალი ხელისუფლება, პირველ რიგში რაც არის გასაკეთებელი, ის არის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს დაუბრუნდეს, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში რომ გაქანდა, რა უნდა, რას მიდის, ვერ გავიგე? ამ „დიფ სთეითში“ რას მიძვრება? – ხვალ საუდის არაბეთში დაუძახებენ და წავა, რაღაცას დაესწრება, ამას არანაირი ლოგიკა არ ახლავს, უბრალოდ თავის გადარჩენის მცდელობაა