როგორც კი მოვა ახალი ხელისუფლება, საზმაუ ხალხს უნდა დაუბრუნდეს – პრეზიდენტი

არ შეიძლება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი იყოს დამონებული და მხოლოდ ერთი პარტიის ინტერესებს ემსახურებოდეს, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, , რომელიც არხზე ჩატარდა, რეალურად, არჩევნები არ იყო.
ზურაბიშვილი ამბობს, რომ როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, საზმაუ ხალხს უნდა დაუბრუნდეს.
არ შეიძლება, არ გამოვეხმაუროთ პლატფორმის მხრიდან საზოგადოებრივ მაუწყებელში მომხდარ ე.წ. არჩევნებს, რაც ფაქტია, არჩევნები არ არის. კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ მდგომარეობა, რაც გვაქვს საზოგადოებრივ მაუწყებელში, დამოკიდებული და დამონებული საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ემსახურება მხოლოდ ერთ პარტიას და იმ პარტიაში რამდენიმე ადამიანს, ეს არ შეიძლება, გაგრძელდეს და როგორც კი არჩევნები ჩატარდება და მოვა ახალი ხელისუფლება, პირველ რიგში რაც არის გასაკეთებელი, ის არის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს დაუბრუნდეს, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს-ი – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ძმები – ტარიელ და ლეონიდე თენაძეები უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ

ნატო ჩხეიძე: ბევრ კითხვას ბადებს მისი ეს წასვლა – ამბობს ქალაქის მერი აშშ ელჩის განცხადებაზე… წარმოვიდგინოთ იგივე ფრაზებს როგორ იტყოდა იგივე მერი შსს მინისტრის გომელაურის წასვლაზე…