როგორც თქვეს, დათოს სამი დღის წინ ბინა შეუძენია. ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა სიხარულით და ბედნიერებით სავსე მიიჩქაროდა საყიდლებზე…
–

–

ერთი გარდაცვლილის ვინაობა ცნობილია… დღეს ეს სიტყვები თითქოს ჩვეულებრივ სტატისტიკად იქცა ჩვენს რეალობაში.
ციფრებს უკან კი ადამიანები დგანან… ისტორიები… ტკივილი… სიცოცხლეები, რომლებიც აღარასდროს გაგრძელდება.


ჩემი მეზობელი, დავით ბართია – სადგურის მოედანზე ჩამონგრეული შენობის ნანგრევებში მოყვა და დაიღუპა.
ის ჩვეულებრივი გამვლელი იყო, რომელიც სიხარულით გულანთებული გამოვიდა იმ დღეს, სახლიდან…

იმ დღეს ის ახალ ბინაში უნდა დაბრუნებულიყო — ახალი ცხოვრების დასაწყებად…
ბედნიერებით სავსე… მაგრამ ვეღარ დაბრუნდა.

არ ვიცი, ვინ დგას დათო ბართიას ტრაგედიის უკან. მაგრამ ვიცი –

ვერც დედა ჩამოიღებს ცას კივილით.
ვერც მამის ღრიალი შეძრავს სამყაროს.
ორივე ისინი დიდი ხანია იმ სამყაროში არიან.

მას თითქმის არავინ ჰყავს… (ოჯახის წევრებს ვგულისხმობ)

და ახლა მთელი სოფელი ელოდება დათოს.
სოფელი, სადაც ყოველი ეზოდან ნამტირალევი ხალხი გამოდის…




სოფელი გახდა მისი უკანასკნელი ოჯახი…
