“როგორც ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს, ასე არ მწყინს თქვენგან შეურაცხყოფა” – კამათი პარლამენტში

დეპუტატი თეონა აქუბარდია განმარტებებს ითხოვდა, რატომ არ ეხება ამნისტიის მუხლები რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ ახალგაზრდებს.
ფაქტია, რომ ამნისტია ეხება ზონდერებს, რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებზე ზონდერების მიერ ჩადენილ დანაშაულზე გამოძიება არ არის დაწყებული, შესაბამისი უწყების მიერ და შესაბამისი კვალიფიკაციით, ყველა მათგანზე გამოძიებას აწარმოებს არაუფლებამოსილი უწყება და არაუფლებამოსილი კვალიფიციკაციით, ყველა ამ დანაშაულს ეხება ამნისტია, ამ პირობებში რანაირად არის სამართლიანი ამნისტია, ანუ ზონდერებს წინასწარ დაპირდით დაუსჯელობა?“ – ამბობს აქუბარდია.
მე არ ვიცი, რა კანონზე საუბრობდა ქალბატონი აქუბარდია, თუ სწორად იტყვის კანონს, სწორად განმარტავს და დეფინაციებს მოახდენს, ამ შემთხვევაში, მზად ვარ გიპასუხოთ და გითხრათ, ზუსტად ის არაკომპეტენცტურობა, თან ისიც არის, რომ არც წაკითხული არ გაქვთ ეს ამნისტია, თორემ ამ კითხვას საერთოდ არ დასვამდით,“ – ამბობს იონათამიშვილი.
შალვა პაპუაშვილმა თეონა აქუბარდიას მიკროფონი იმ დროს გაუთიშა, როდესაც ის რატი იონათამიშვილს პასუხობდა.
ბატონო რატი, შეურაცხყოფებს მიჩვეული ვარ და როგორც ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს, ასე არ მწყინს თქვენგან შეურაცხყოფა,“ – უპასუხა აქუბარდიამ, რომელსაც მიკროფონი პარლამენტის თავმჯდომარემ მიკროფონო გაუთიშა.
გირჩევდით, ის რჩევა გაითვალისწინოთ, რაც ბატონმა რატიმ მოგცათ. ევროპარლამენტის სხდომებს მაინც უყურეთ, იქ როგორ იქცევა ხელმძღვანელი,“ – თქვა პაპუაშვილმა. tvpirveli

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ბუჩუკური – მამუკა ხაზარაძემ თქვა, თითქოს, ახალი პირობები წამოაყენაო გახარიამ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება – ხაზარაძემ თავის ბრიფინგში დაადასტურა, რომ მაინც და მაინც სამართლიანი არ იყო მათი პირობები