“როგორც ერთი ჩემი მეგობარი იტყვის, ახია ჩვენზე!” – ბუკა პეტრიაშვილი

ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრი, ბუკა პეტრიაშვილი
როგორც ერთი ჩემი მეგობარი იტყვის, ახია ჩვენზე! რატომ ვბრაზობთ და გვიკვირს, რომ რუსებს ვერ ვერევით და ვიშორებთ თავიდან, როდესაც ერთ, თითქოსდა მარტივად გადასაწყვეტ საკითხზე ვერ მიგვიღწევია შეთანხმებისთვის?
მე კარგა ხანია არ ვარ პოლიტიკაში, მაგრამ მგონია რომ ადგილობრივი ს ბოიკოტს ალტერნატივა არ აქვს; ბოიკოტის სასარგებლოდ იმდენი არგუმენტია, რო აქ ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს!
ამ რეჟიმის დელეგიტიმაცია არის ჩვენი ყველას ბრძოლის მონაპოვარი და მას სჭირდება გაღვივება; შეტევითი სტრატეგიის შემუშავება და საბოლოოდ რეჟიმის გასტუმრება! თუ ამისთვის საჭიროა რევოლუცია, წავიდეთ მაგ გზით!
ერთობაზე დაუსრულებელი საუბარი და შეთანხმების ვერ მიღწევა მხოლოდ კონტრპროდუქტიულია და მზარდ უკმაყოფილებას იწვევს!
კიდევ ერთხელ, სრული თანადგომა რეჟიმის უკლებლივ ყველა პატიმარს და მოშიმშილე პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს!

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის, პოლიციელზე თავდასხმის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღდეგო ტარების ფაქტებზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა

სამთავრობო ქალაქის გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მომზადებისთვის კონკურსი გამოცხადდა – პროექტი ე.წ. არსენალის მთაზე, გედევანიშვილის ქუჩის მიმდებარედ უნდა განხორციელდეს