როგორც ენჯეოების საქმიანობა არის გაუმჭვირვალე, ასევე ფონდების საქმიანობაც იყო სრულიად გაუმჭვირვალე, პროკურატურას შეუძლია, დაადგინოს, იკვეთება თუ არა დანაშაულის ნიშნები კონკრეტული ფონდის საქმიანობაში, ამიტომ წინ ნუ გაუსწრებენ მოვლენებს ნურც ფონდის მმართველები და ნურც სხვები

როგორც ენჯეოების საქმიანობა არის გაუმჭვირვალე, ასევე ფონდების საქმიანობაც იყო სრულიად გაუმჭვირვალე, პროკურატურას შეუძლია, დაადგინოს, იკვეთება თუ არა დანაშაულის ნიშნები კონკრეტული ფონდის საქმიანობაში, ამიტომ წინ ნუ გაუსწრებენ მოვლენებს ნურც ფონდის მმართველები და ნურც სხვები
როგორც ენჯეოების საქმიანობა არის გაუმჭვირვალე, ასევე ფონდების საქმიანობაც იყო სრულიად გაუმჭვირვალე, თუ ქველმოქმედებით იყვნენ დაკავებული, რატომ არ დადეს საკუთარი ხარჯები მაინც, პროკურატურა გააკეთებს იმას, რაც მათ ჰქონდათ დასამალი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფონდებთან დაკავშირებით სწორედ გამოძიებას შეუძლია, ამოიღოს დეტალური ინფორმაცია და კარგად დაინახავს საზოგადოება, სინამდვილეში რაზე იხარჯებოდა კონკრეტული თანხები.
„მე ვერ შევალ პროკურატურის და გამოძიების კომპეტენციაში, მაგრამ პოლიტიკური შეფასებები შემიძლია, გავაკეთო იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ვითარდება. რაც შეეხება ფონდებს, ფონდებთან დაკავშირებით სწორედ გამოძიებას შეუძლია, ამოიღოს დეტალური ინფორმაცია და ძალიან კარგად დაინახავს საზოგადოება იმას, თუ სინამდვილეში რაზე იხარჯებოდა კონკრეტული თანხები, ნახავს მიზნობრიობას და ყველა დაინახავს, იქ არის თუ არა დანაშაულის ნიშნები.
ეს არ არის ჩემი პრეროგატივა, პროკურატურას შეუძლია, დაადგინოს, იკვეთება თუ არა დანაშაულის ნიშნები კონკრეტული ფონდის საქმიანობაში, ამიტომ წინ ნუ გაუსწრებენ მოვლენებს ნურც ფონდის მმართველები და ნურც სხვები. როგორც ენჯეოების საქმიანობა არის გაუმჭვირვალე, ასევე ამ ფონდების საქმიანობაც იყო სრულიად გაუმჭვირვალე. თუ ასეთი ქველმოქმედებით იყვნენ დაკავებული, რა თქმა უნდა, ყველამ იცის, რითაც იყვნენ დაკავებული, რატომ არ დადეს საკუთარი ხარჯები მაინც, კარგი, არ უნდოდათ შემომწირველების გასაჯაროება, მაგრამ ხარჯები მაინც გამოექვეყნებინათ. პროკურატურა გააკეთებს იმას, რაც მათ ჰქონდათ დასამალი. ვნახოთ, შეიძლება, გამოიკვეთოს დანაშაულის ნიშნები, შეიძლება არა, ამას დაადგენს პროკურატურა. ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა, არც ჩემი, არც რომელიმე სხვა მოქალაქის. ეს არის პროკურატურის პრეროგატივა და ყველა უნდა დაელოდოს გამოძიებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
Next: არც ერთი „ნაცი“ არც ერთ თანამდებობაზე გულისხმობს მათ შორის იმასაც, რომ არც ერთ „ნაცს“ არ უნდა ერქვას საქართველოს პარლამენტის წევრი, დიდი იმედი მაქვს, გახარიას პარტიასაც მოუწევს საპარლამენტო მანდატების დატოვება

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს უნდა იცოდეს სახელმწიფომ, დაიწყოს თუ არა დიდ ჰესებზე მუშაობა, ჩვენი პასუხი არის ძალიან მკაფიო – კი, იმიტომ, რომ დიდი ჰესების გარეშე ამ სექტორში სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული – თუ არ დაგვემატება 2000-მდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი

ირაკლი კობახიძე – 8 თვის განმავლობაში არსებითად დამოკიდებული ვართ იმპორტზე და ეს დამოკიდებულება უკვე აღწევს დაახლოებით 42%- ჩვენი ჰიდრორესურსების სათანადოდ გამოყენებით, შეგვიძლია, გავხდეთ მთლიანად დამოუკიდებელი ელექტროენერგიის თვალსაზრისით

თამარ ჩიბურდანიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე: ისტორიის შეფასება უკვე არის ძალიან მკაცრი, შენს პატიმრობას მთელი ერი სიხარულით შეხვდა, პატრიარქის გარდაცვალებას კი, მთელი საქართველო გლოვობს