„როგორც ევროპარლამენტში საქართველოზე მუდმივი მომხსენებლისთვის, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მქონოდა შეხვედრები, პერსონალური შეხვედრები და ვითარება მეგრძნო“ – რასა იუკნევიჩიენე

„როგორც ევროპარლამენტში საქართველოზე მუდმივი მომხსენებლისთვის, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მქონოდა შეხვედრები, პერსონალური შეხვედრები და ვითარება მეგრძნო“ – რასა იუკნევიჩიენე
როგორც ევროპარლამენტში საქართველოზე მუდმივი მომხსენებლისთვის, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მქონოდა შეხვედრები, პერსონალური შეხვედრები და ვითარება მეგრძნო. ამის შესახებ ევროპარლამენტის საქართველოზე მუდმივმა მომხსენებელმა, რასა იუკნევიჩიენემ თბილისში ვიზიტის დროს განაცხადა.
“ეს ერთ-ერთი ჩემი შეხვედრაა აქ, ერთდღიანი მოკლე ვიზიტის პერიოდში, ერევნიდან სახლისკენ გზაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ევროპარლამენტში, მუდმივი მომხსენებელი ვარ საქართველოზე. [მნიშვნელოვანი იყო] მქონოდა შეხვედრები, პერსონალური შეხვედრები და ვითარება მეგრძნო.
პირველ რიგში, შეხვედრები მქონდა ევროკავშირის ელჩებთან, ასევე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ასევე ოპოზიციიდან პოლიტიკოსებთან და ასევე მექნება შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციებთან”, – განაცხადა იუკნევიჩიენემ.
ipn.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…