როგორც ევროპარლამენტის სამართლიანი და პასუხისმგებლობიანი წევრი, გისურვებთ, რომ ამ არჩევნებმა დაადასტუროს ევროკავშირისკენ საქართველოს ამჟამინდელი წარმატებული მიმართულება. მჯერა, ეს ყველა ქართველის ინტერესშია

როგორც ევროპარლამენტის სამართლიანი და პასუხისმგებლობიანი წევრი, გისურვებთ, რომ ამ არჩევნებმა დაადასტუროს ევროკავშირისკენ საქართველოს ამჟამინდელი წარმატებული მიმართულება. მჯერა, ეს ყველა ქართველის ინტერესშია
როგორც ევროპარლამენტის სამართლიანი და პასუხისმგებლობიანი წევრი, გისურვებთ, რომ ამ არჩევნებმა დაადასტუროს ევროკავშირისკენ საქართველოს ამჟამინდელი წარმატებული მიმართულება. მჯერა, რომ ეს ყველა ქართველის ინტერესშია, – აცხადებს ევროპარლამენტის წევრი დან ბრანისლავ ონდრუში.
„არ ვიცი ვის მივცემდი ხმას, საქართველოს მოქალაქე რომ ვიყო. იმავდროულად, როგორც უცხოელი პოლიტიკოსი, არ მივცემ ჩემ თავს უფლებას, რომ რაიმე რეკომენდაცია მივცე ქართველებს. უარს ვამბობ არჩევნებში ჩარევაზე, იქნება ეს მთავრობის, თუ ოპოზიციის სასარგებლოდ. ქართველები უძველეს ერს წარმოადგენენ, გასაოცარი ისტორიით, რომელიც მოწმობს, რომ საუკუნეების განმავლობაში მათ ჰქონდათ უნარი, რომ შიდა საქმეები დამოუკიდებლად ემართათ.
საქართველო არის ერი, რომელსაც უყვარს თავისუფლება და მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ იცის როგორ იბრძოლოს თავისუფლებისთვის და როგორ დაიცვას ის. ქართველებს საკმარისი შეგნება და გამოცდილება აქვთ, რომ თავად განსაჯონ ვინ მუშაობს მათ სასარგებლოდ და ვინ წარმოადგენს უცხოურ ინტერესებს. მე, როგორც ევროპარლამენტის სამართლიანი და პასუხისმგებლობიანი წევრი, გისურვებთ, რომ ამ არჩევნებმა დაადასტუროს ევროკავშირისკენ საქართველოს ამჟამინდელი წარმატებული მიმართულება. მჯერა, რომ ეს ყველა ქართველის ინტერესშია“, – აღნიშნულია ევროპარლამენტარის წერილში, რომელიც მან „ქრონიკას“ გაუგზავნა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლანჩხუთში ალექსანდრე სარიშვილი: იყო შენი ქალაქის უკვე მესამე მოწვევის მერი – ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. თითოეულ გამოწვევას ღირსეულად უნდა გავცეთ პასუხი

“ქართული ოცნების” ჩოხატაურის მერობის კანდიდატი მინდია ჟღერია: გაკეთებული საქმეების გარდა, გვრჩება გამოწვევები და ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად