„როგორც დაგპირდით, წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა 1-ელი თებერვლიდან აღდგება” –

თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, რომ წერეთლის გამზირზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება.
„დღეს 31 იანვარია, ჩვენ დედაქალაქის მოსახლეობას დავპირდით, რომ 1-ელი თებერვლიდან წერეთლის გამზირზე საგზაო ნაწილში სამუშაოები დასრულდებოდა და ორმხრივად მოძრაობა იქნებოდა შესაძლებელი. ახლაც მიმდინარეობს სამუშაოები, რომლის შედეგად, საღამომდე სამუშაოები მთლიანად დასრულდება. ხვალიდან, 1-ელი თებერვლიდან, როგორც დაგპირდით, წერეთლის გამზირზე მოძრაობა ორმხრივად აღდგება და გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი. კიდევ ერთი განახლებული გამზირი შეემატება ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ყველას უნდა უხაროდეს, რომ ასეთი პროექტები ხორციელდება ჩვენს ქალაქში.

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”