როგორც გაზაფხულზე „იზეიმეთ“ გამარჯვება, ისე „იზეიმებთ“ შემოდგომაზეც

„გუშინ, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის საჩივრის განხილვის პირველი დღე, ოპოზიციისთვის სრული ფიასკოთი დასრულდა. როგორც ჩანს, დემოკრატიული კანონის წინააღმდეგ მებრძოლებს, თავი ისევ რუსთაველზე ეგონათ და საკითხს პოლიტიკური რაკურსით ფუთავდნენ. ამიტომ, საკონსტიტუციო სამართლის ენაზე კიდევ უფრო უსუსური გამოჩნდა მათი მტკიცებულებები,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.
მისივე თქმით, ზურაბიშვილმა იცის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი უსაფუძვლოა და გამჭვირვალობის შესახებ კანონი დემოკრატიულ სტანდარტებს ეფუძნება. ჩიბურდანიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიზანი გამჭვირვალობის შესახებ კანონის ფუნქციონირების შეწყვეტა კი არა, წინასაარჩევნოდ საპროტესტო ტალღის აგორებაა.
„საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელი დემოკრატიის უმაღლესი ნორმის – გამჭვირვალობის წინააღმდეგ, ისეთივე ფუყეა, როგორიც თავად მათი დემოკრატია.
ამ „სანახაობიდან“ ხალხი უკვე კონსტიტუციის ენაზე გაიგებს სიმართლეს. ბუნებრივია, პრეზიდენტის მიზანი არა ამ სარჩელით კანონის ფუნქციონირების შეწყვეტა იყო, არამედ ის, რაც ღიად განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა. მათ სურთ ეს პროცესი წინასაარჩევნოდ საპროტესტო ტალღის კიდევ ერთხელ ასაგორებლად გამოიყენონ. პრეზიდენტმა ისედაც იცის, რომ მისი მოთხოვნა უსაფუძვლოა და გამჭვირვალობის კანონი შეესაბამება დემოკრატიულ სტანდარტებს. გუშინ, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის საჩივრის განხილვის პირველი დღე, ოპოზიციისთვის სრული ფიასკოთი დასრულდა.
როგორც ჩანს, დემოკრატიული კანონის წინააღმდეგ მებრძოლებს, თავი ისევ რუსთაველზე ეგონათ და საკითხს პოლიტიკური რაკურსით ფუთავდნენ. ამიტომ, საკონსტიტუციო სამართლის ენაზე კიდევ უფრო უსუსური გამოჩნდა მათი მტკიცებულებები. რაც შეეხება ს განცხადებას, შემოდგომაზე კვლავ ამ კანონზე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, ვუპასუხებ: – როგორც გაზაფხულზე “იზეიმეთ” გამარჯვება, ისე “იზეიმებთ” შემოდგომაზეც.. სამართლიანობის წინააღმდეგ ბრძოლა ისე მტკივნეულად მთავრდება, როგორც თქვენ დაამთავრებთ,”- წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველო მტკიცედ არის გლობალურ ეკონომიკაში სანდო პარტნიორის როლის განმტკიცების, საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის დამყარების იდეის ერთგული, რათა ხელი შეუწყოს სტაბილურობას, სამეწარმეო შესაძლებლობებსა და გრძელვადიან განვითარებას

ნებისმიერი კონფლიქტის დასრულება დიალოგით ან ძალისმიერად არის შესაძლებელი- გადაცემაში სტუმრობაზე ლადო ბურდულის უარი კიდე უფრო მიმყარებს აზრს, რომ ერთადერთი მხარე, რომელიც დიალოგზე არასდროს აცხადებს თანხმობას, ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ადამიანებისგან შედგება

პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) საპარლამენტო ჯგუფმა გერმანიის ფედერალურ მთავრობას საქართველოსთან დაკავშირებით ახალი სადეპუტატო კითხვებით მიმართა, რომელიც მთავრობის მიერ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერას ეხება