როგორც ბრენდი, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ღიად დავუჭიროთ მხარი ჩვენს მოქალაქეებს, გამოვხატოთ პროდასავლური პოზიცია – TERTMETI TBILISI

ჩანთების ქართული ბრენდი TERTMETI TBILISI ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს და პროევროპული პროტესტის მხარდაჭერას გამოხატავს.
კომპანიაში გმობენ მშვიდობიანი აქციების დარბევას, უდანაშაულო მომიტინგეების დაკავებას და აღნიშნავენ, რომ საქართველო აუცილებლად იქნება ევროპის ნაწილი.
“საქართველოს ისტორიის განმავლობაში ჩვენი ხალხის არჩევანი ყოველთვის იყო თავისუფლება, დემოკრატია და ევროპული ღირებულებები. ეს არჩევანი ჩვენი იდენტობის ნაწილი და ეროვნული მისწრაფებაა. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს ქვეყნის ევროპულ მომავალს, რადგან ეს გზა ჩვენი ხალხის თავისუფლების, ღირსებისა და განვითარებისთვის აუცილებელია.