როგორც აღმოჩნდა, ოპოზიციის დიდი ნაწილი პირდაპირ ფინანსდება საზღვარგარეთიდან. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვაქვს საარჩევნო წელი, ეს საქართველოს არჩევნებში უცხოეთიდან ჩარევის ტოლფასია

როგორც აღმოჩნდა, ოპოზიციის დიდი ნაწილი პირდაპირ ფინანსდება საზღვარგარეთიდან. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვაქვს საარჩევნო წელი, ეს საქართველოს არჩევნებში უცხოეთიდან ჩარევის ტოლფასია
„რაც უფრო მეტი და მეტი ინფორმაცია მჟღავნდება ფაქტია და ვხედავთ, ოპოზიციურ პარტიებს შექმნილი აქვთ სქემა ყალბი NG0-ების მეშვეობით იმისთვის, რომ უკანონო შემოწირულებები მიიღონ“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საუბარია უცხოეთიდან თანხების შემოდინებაზე და როგორც აღმოჩნდა, ოპოზიციის დიდი ნაწილი სწორედ საზღვარგარეთიდან ფინანსდება.
პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ უცხოეთიდან ჩარევა საფრთხეს წარმოადგენს და მნიშვნელობა არ აქვს რომელი ქვეყნის ტერიტორიიდან ხდება ჩარევა, ეს აუცილებლად უნდა შეწყდეს.
„საუბარი გვაქვს უცხოეთიდან დაფინანსებაზე. ფაქტობრივად, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, როგორც აღმოჩნდა, ოპოზიციის დიდი ნაწილი პირდაპირ ფინანსდება საზღვარგარეთიდან. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვაქვს საარჩევნო წელი, ეს ტოლფასია საქართველოს არჩევნებში უცხოეთიდან ჩარევის.
უცხოეთიდან ჩარევა არის ერთ-ერთი საფრთხე, რაც მოსალოდნელია ამ არჩევნებზე. უპირველეს ყოვლისა, ეს საფრთხე მომდინარეობს რა თქმა უნდა, დან, მაგრამ ხაზს ვუსვამ, მნიშვნელობა არ აქვს საიდან იქნება ჩარევა. ჩარევა მოხდება რუსეთის, ევროკავშირის თუ ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიიდან, ნებისმიერის ჩარევა არის ქართველი ხალხის არჩევანში ჩარევა და სწორედაც რუსული სტილია და უნდა შეწყდეს“– განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
Previous: ნახეთ დღეს სად არის, ევროპის საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციის თანამშრომელია- ასეთი რეპუტაციის ადამიანს ასეთი თბილი ადგილი რომ გამოეძებნა, ეს კიდევ სხვა გამოკვლევის საგანია – ISFED-ის ყოფილ ხელმძღვანელზე

ასევე დაგაინტერესებთ

ბევრი მეტყვის რაღა დროს ნაცების შედარებააო, მაგრამ არც ერთ ერს არ აქვს მომავალი, რომელიც წარსულს დაივიწყებს – სანაიაც ამიტომ არის დიდ გულზე, მომღიმარი. იცის, რომ არავინ ზედმეტად არ შეეხება და აგზავნის ჰაეროვან კოცნებს

2025 წლის 20 ოქტომბრის მონაცემებით, სახელმწიფოს საკუთრებაში სხვადასხვა ანგარიშზე ჯამში 6.9 მლრდ ლარის ნაᲨთია, იანვარ-სექტემბრის ბიუჯეტის შემოსავლები 102.5 %-ით შესრულდა – ამას ვწერ იმიტომ, რომ ეკონომიკაც უზარმაზარი ფაქტორია რომელიც პოლიტიკაზე და სოციალურ სტრუქტურაზე ახდენს გავლენას და Ჩვენ არც ამას ვიმᲩნევთ

მარგუს ცაჰკნას პარტიამ ესტონეთის მუნიციპალურ არჩევნებში ხმათა 1,7% მიიღო, საკუთარ ქვეყანაში არაფრით გამორჩეული და ჭიჭეს დონის პოლიტიკოსი ზოგიერთი ქართველისთვის მეტრად და მისაბაძ ადამიანად იქცა – სწორედ ეს არის ეროვნული ტრაგედია