კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემ გადაცემაში “სპორტი იმედზე” ეროვნული ნაკრების მოახლოებული მატჩების შესახებ ისაუბრა.
სანიკიძის თქმით, მან ჯერ არ იცის, მიიღებს თუ არა ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია 27 და 30 ნოემბერს უკრაინისა და ესპანეთის ნაკრებებთან მატჩებში მონაწილეობას.
“25 ნოემბერს ევროლიგაში თამაშობს ჩვენი ამერიკელი ნატურალიზებული კალათბურთელი კამარ ბოლდუინი და თორნიკეს შემთხვევაში 26 ნოემბერს აქვს მატჩი. რადგან კამარი აქამდე “ბასკონიას” ღირსებას იცავდა, გვქონდა შეთანხმება, რომ ესპანურ კლუბს ეროვნული ნაკრების თამაშებზე გამოეშვა. ახლა კი “ბაიერნში” გადავიდა და მათთან მოლაპარაკება მოგვიწია. გაგვიმართლა, ალბათ, იმაში, რომ “ბაიერნის” მწვრთნელი დღეს არის ჩვენი ყოფილი ეროვნული ნაკრების მწვრთნელი – გორდონ ჰერბერტი. მასთან გვქონდა საუბარი, რომ გაეთვალისწინებინა ის, რომ თვითონაც იყო ჩვენი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, იყო დაპირება რომ გამოუშვებდნენ და გუშინ დამიდასტურა, რომ მისი მხრიდან პრობლემები არ იქნება.
რაც შეეხება თორნიკე შენგელიას, მას 26 ნოემბერს აქვს ევროლიგაზე თამაში, 27 ნოემბერს კი ჩვენ გვაქვს უკრაინასთან მატჩი. არ ვიცი… საჯაროდ მინდა ვთქვა, რომ მე ვერ დავურეკავ თორნიკე შენგელიას და ვერ ვეტყვი, რომ უნდა ჩამოვიდეს, რაც არ უნდა გამაკრიტიკოს ყველამ, ეს შეუძლებელია გავაკეთო. “ბარსელონას” მდგომარეობაშიც უნდა ჩავაყენოთ ჩვენი თავი, რადგან ევროლიგაზე ასპარეზობენ, ცალკე ჩემპიონატში მონაწილეობენ, გაიზარდა თამაშების რაოდენობა და არის დატვირთული რეჟიმი”, – განაცხადა ვიქტორ სანიკიძემ.
შეგახსენებთ, 27 და 30 ნოემბერს საქართველოს ნაკრები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ორ მატჩს ჩაატარებს. ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი ჯერ თბილისში უკრაინას უმასპინძლებს, შემდეგ კი ესპანეთის ნაკრებს ესტუმრება.
გიორგი შერმადინი ნოემბრის მატჩების შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს
შედეგმაც არ დააყოვნა – საქართველოს ნაკრები უკვე ფიბას ოცეულშია
[VIDEO] ზღაპრული თავგადასავალი დასრულდა – საქართველოს ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ევრობასკეტს გამოეთიშა
ვიქტორ სანიკიძე ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
[VIDEO] ქართველი გმირის საავტორო გამარჯვება – შენგელიას ლიდერობით “ბარსამ” ურთულესი მატჩი მოიგო
[VIDEO] ზღაპრული თავგადასავალი დასრულდა – საქართველოს ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ევრობასკეტს გამოეთიშა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფინეთთან 17 ქულით მარცხდება
შენგელია საუკეთესოდ გაისარჯა, მაგრამ ტრავმა მიიღო
ტრავმირებული შენგელია “რეალთან”, ალბათ, ვერ ითამაშებს – “ბარსელონა” განცხადებას ავრცელებს
მსაჯთა ახალი ინსტრუქტორი, რიჩარდ სტოკსი, ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ წარადგინა
პირველი ქართველი ფიბა-ში: ვიქტორ სანიკიძე საშეჯიბრო კომისიაში შეიყვანეს
შედეგმაც არ დააყოვნა – საქართველოს ნაკრები უკვე ფიბას ოცეულშია
“მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ” – მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა
გიორგი შერმადინი ნოემბრის მატჩების შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს
ვიქტორ სანიკიძე: ბაგაცკისის მხრიდან უღირს საქციელს ჰქონდა ადგილი – FIBA-ს რეაგირებას მოვთხოვთ
ვიქტორ სანიკიძე სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა
კიდევ ერთი რეისი რიგაში. ფინელებს გეგმა აქვთ – რას დაუპირისპირებს ჯიკიჩი?
თორნიკე შენგელიამ შეიძლება “რეალთან” ითამაშოს
როგორია შენგელიას მდგომარეობა – ესპანური მედია ინფორმაციას ავრცელებს




