როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ “სოსიედადთან” მატჩში?

„სოსიედადთან“ ლა ლიგის ოცდამეცხრე ტურში მოგებულ მატჩში (3:1), „ვილიარეალის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.
მიქაუტაძის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: flashscore-სგან და whoscored-ისგან ყველაზე მაღალი ქულები მიიღო (8.6, 8.2), sofascore-სგან კი 7.4.
გიორგის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 34 შეხვედაში 11 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.