როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და ზივზივაძემ

გუშინ ორი ქართველი ლეგიონერის, გიორგი მამარდაშვილისა და ბუდუ ზივზივაძის თამაშმა მიიპყრო გულშემატკივრის ყურადღება, რომელთა გარჯა ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს.
სელტა – ვალენსია 3:0. სტუმართა გუნდის მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა პენალტი აიღო, მაგრამ, ალბათ, სამი გაშვებული გოლის გამო, არცთუ მაღალი შეფასებები დაიმსახურა: sofascore 6.8, whoscored 6.6, flashscore 5.6.
კარლსრუე – ელვერსბერგი 3:2. მასპინძელთა თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ საგოლე გადაცემა გააკეთა და 86-ე წუთზე შეცვალეს – შეფასებები: whoscored 7.3, sofascore 7.2, flashscore 7.0.