როგორი შეფასება მიიღო ჩაკვეტაძემ “მილუოლთან” მატჩში?

ჩემპიონშიფის პირველ ტურში, სტუმრად “მილუოლთან” მოგებულ მატჩში (3:2) „უოტფორდის“ ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ საჯარიმოდან ლამაზი გოლი გაიტანა და 90+4-ე წუთზე შეცვალეს.
ანალიტიკურმა საიტებმა ქართველის თამაში შეაფასეს: Whoscored 7.9, sofascore 7.7, flashscore 7.7. მასზე მაღალი შეფასება მხოლოდ მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა დუნკან უიტმორმა მიიღო, რომელმაც დუბლი შეასრულა – შესაბამისად 8.6, 8.5, 7.8.