როგორი შეფასება მიიღო მიქაუტაძემ “ლიონთან” მატჩში

ლიგა 1-ის 23-ე ტურში საკუთარ მოედანზე „ლიონთან“ წაგებულ მატჩში (1:2) „მეცის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა და დიდებული გოლი გაიტანა.
მიქაუტაძემ ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასებები დაიმსახურა: whoscored 7.5, sofascore 7.5, flashscore 7.2.
„მეცი“ გასავარდნ ზონაშია და 3 მარტს სტუმრად ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ „ნანტს“ შეხვდება.