როგორი შემადგენლობით დაიწყებს “ნაპოლი” “ბრაგასთან” მატჩს

“ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში “ბრაგას” უმასპინძლებს. Sky Sport-ის ცნობით, ნეაპოლური გუნდის მწვრთნელი ვალტერ მაცარი იმავე სასტარტო შემადგენლობას დააყენებს, რომელმაც სერია A-ს გასულ ტურში “იუვენტუსთან” თამაში დაიწყო. იგივეს ვარაუდობს calciomercato.
ნაპოლი (სასტარტო): მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, ნატანი, ანგისა, ლობოტკა, ზელინსკი, პოლიტანო, კვარაცხელია, ოსიმენი
სხვათა შორის Sky Sport-მა “იუვესთან” შეხვედრაში “ნაპოლის” ძირითადი შემადგენლობა ზუსტად დაასახელა.
თამაში “დიეგო მარადონაზე” თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში