როგორი რეაქცია აქვთ უცხოეთში ტრამპის შესაძლო გამარჯვებაზე

მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია “ფოქსმა” ამერიკის საპრეზიდენტო ს სავარაუდო გამარჯვებულად რესპუბლიკელი გამოაცხადა, შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის მისამართით, რამდენიმე ქვეყნიდან მისალოცმა სიტყვებმა არ დააყოვნა. თუმცა, გამარჯვებამდე ტრამპს ჯერ ელექტორალური კოლეგიის წევრთა 3 ხმა აკლია.
ამ ეტაპზე ხმის დათვლის პროცესი ჯერ ისევ გრძელდება. ტრამპმა ჯერჯერობით 267 ელექტორის ხმა მოიპოვა. მის დემოკრატ ოპონენტ კამალა ჰარისს კი 214-ის ხმა აქვს.
მ, ს პრემიერ-მინისტრმა ტრამპს სოციალურ ქსელ X-ზე მიულოცა. “გილოცავთ ისტორიაში უდიდეს დაბრუნებას! თეთრ სახლში თქვენი ისტორიული მობრუნება ამერიკისთვის ახალი დასაწყისის, და ისრაელსა და ამერიკას შორის დიადი ალიანსის მომასწავებელია”, – განაცხადა მან.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც მას X-ზე მიულოცა: “პრეზიდენტო დონალდ ტრამპ, გილოცავთ. მზად ვარ ვიმუშაოთ ერთად ისე, როგორც ამას ოთხი წლის განმავლობაში ვაკეთებდით, თქვენი და ჩემი რწმენით, პატივისცემითა და ამბიციით, მეტი მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის”.
“ვულოცავ დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას. შეერთებული შტატები მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია ავსტრიისთვის. ჩვენ მოუთმენლად მოველით ჩვენი ტრანსატლანტიკური ურთიერთობების შემდგომ გაფართოებასა და განმტკიცებას გლობალური გამოწვევების ერთად, წარმატებით გადაჭრისთვის”, – განაცხადა ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა.
“უდიდესი დაბრუნება შეერთებული შტატების პოლიტიკის ისტორიაში! ვულოცავ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გრანდიოზულ გამარჯვებას, რომელიც მსოფლიოს ასე ძლიერ სჭირდებოდა, – განაცხადა უნგრეთის პრეზიდენტმა ვიქტორ ორბანმა.
უკრაინის პრეზიდენტმა მ შემდეგი განცხადება გააკეთა: “ვაფასებ პრეზიდენტ ტრამპის ერთგულებას გლობალურ საკითხებში მისი მიდგომისადმი: “ძლიერებით მშვიდობისკენ”. ეს სწორედ ის პრინციპია, რომელსაც უკრაინისთვის პრაქტიკულად სამართლიანი მშვიდობის მოტანა უფრო შეუძლია”.
“ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპს. ღმერთმა დაგლოცოთ და გზა გიჩვენოთ”, – განაცხადა ნაიბ ბუკელემ, სალვადორის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა ხერხეულიძე: დღეს ყოველი ჩვენგანი თავისუფალია და “ის” ერთი კაცია პატიმარი… რა კარგები ვართ, რა გადასარევები, როგორ მოგვწონს საკუთარი თავები თავისუფალ ცურვაში, სანამ მიშა ბორკილდადებული გვეგულება..

მიხეილ ყაველაშვილი – ომის დაწყებაში ქვეყანას კი არ ვადანაშაულებთ – ყველა ჩვენგანმა ვერ უზრუნველვყავით, რომ მოვქცეულიყავით როგორც საქართველოს ხელისუფლებას შეეფერება, ვსაუბრობ წინამორბედებზე, მათ გარკვეული კითხვები დატოვეს

პრემიერი – როგორც იმის თქმა არ შეიძლება, რომ საქართველომ მოკლა სანდრო გირგვლიანი ან ბუტა რობაქიძე, ასევე არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველომ დაიწყო ომი 2008 წელს – ომი დაიწყო სააკაშვილის მოღალატეობრივმა, გარედან ჩანერგილმა რეჟიმმა