როგორი პროგრესიც არ უნდა გვქონდეს სხვადასხვა მიმართულებით, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ შშმ პირთათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა ჩვენი ყოველდღიური მუშაობის ამოცანაა –

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს ეხმიანება.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, პროგრესის მიუხედავად, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ შშმ პირთათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა ჩვენი ყოველდღიური მუშაობის ამოცანაა.
“3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. ჩვენმა ხელისუფლებამ 2017 წელს შშმ პირთა უფლებები საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრა, ხოლო 2020 წელს შშმ პირთა უფლებების შესახებ მიღებულმა ახალმა კანონმა შესაძლებლობის ახალი კარი გახსნა.
დღეს, როდესაც რამდენიმე დღეა დარჩენილი ევროპული საბჭოს მხრიდან საქართველოსადმი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე, განსაკუთრებულად აღსანიშნავია შშმ პირთა როლი და ერთგულება ამ პროცესებისადმი. განსაკუთრებით, ჩვენი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების, ვინც მსოფლიოს ცხელ წერტილებში იცავდნენ გლობალურ მშვიდობას და დღეს, როგორც წარმატებული პარასპორტსმენები, საერთაშორისო დონეზე ასახელებენ ჩვენს სამშობლოს.
მნიშვნელოვანი სიახლეები იქნება 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში – სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამა იზრდება 10 მილიონი ლარით, რაც რეკორდული ზრდაა და გახდება 76 მილიონი. ამ პროგრამის ქვეპროგრამები ქმნიან მდგრად და ძლიერ სერვისებს სხვადასხვა საჭიროების შშმ პირებისთვის, ასევე, სოციალური პაკეტის მატება შეეხება ყველა კატეგორიის შშმ პირს.
მაგრამ როგორი პროგრესიც არ უნდა გვქონდეს სხვადასხვა მიმართულებით, ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ შშმ პირთათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა ჩვენი ყოველდღიური მუშაობის ამოცანაა, ხოლო სწრაფი და სწორი გადაწყვეტილებების გარანტიას, თავად შშმ პირთა მონაწილეობით და ჩართულობით მიღებული გადაწყვეტილებები ქმნიან”, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

20 ივნისზე და იქ კონკრეტული პირების მოქმედებაზე, ვგულისხმობ სამართალდამცავი სტრუქტურების მაშინდელ ხელმძღვანელებს, ჩვენც გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და სწორედ რომ სტრასბურგის სასამართლოს დავალებით განვაახლეთ გამოძიება, რომელიც დაადგენს ჭეშმარიტებას ყველაფრის შესახებ, მათ შორის რამდენად მართლზომიერად მოქმედებდნენ კონკრეტული თანამდებობის პირები იმ დროს

პუტინი არ არის იზოლაციაში და ჩვენზე ეს დამოკიდებული არაა, საქართველომ რა ლოგიკით უნდა თქვას უარი იმ ფორუმებზე დასწრებისგან, რომელსაც ყველა ქვეყანა ესწრება რეგიონში – მორიგი ორ დღიანი უაზრო ისტერიკა

არცერთმა მოღალატე და ანგაჟირებულმა ტელევიზიამ არ აღნიშნა პრემიერის სიტყვით გამოსვლისას აქცენტი ოკუპაციაზე პუტინის პირისპირ – მინიმუმ სირცხვილია როდესაც ამის შემდეგ გამარგინალებული აგენტები “ოცნებას” პრორუს პარტიას უწოდებენ

გია აბაშიძე პრემიერის თურქმენეთში ვიზიტზე: ოფიციალური თბილისის სწორი და მოზომილი ამ პოლიტიკის ქვაკუთხედია – პარტნიორობა ყველასთან გარდა რუსეთისა, რომელთანაც დიალოგი აუცილებელია ე.წ. წითელი ხაზების შენარჩუნებით, მშვიდობიანი დეოკუპაციისთვის