2025 წლის მესამე კვარტალის ბოლოსათვის საქართველოში Geely-ს მარკის ავტომობილების რაოდენობამ 315 ერთეული შეადგინა, მაშინ როდესაც 2024 წლის ბოლოსთვის მათი რაოდენობა ქვეყანაში 236 ერთეული იყო. Geely-ს მარკის ავტომობილების შედარებით დიდი რაოდენობა ფიქსირდება თბილისში.
· ქ. თბილისი: 271
· აჭარის არ: 15
· იმერეთი: 10
· კახეთი: 7
· ქვემო ქართლი: 7
· სამეგრელო-ზემო სვანეთი: 3
· სამცხე-ჯავახეთი: 2
Geely, ოფიციალურად ცნობილი როგორც Zhejiang Geely Holding Group Co., Ltd, დაარსდა 1986 წელს ჩინეთის პროვინციაში ჟეჯიანგში, ბიზნესმენი ლი შუფუს მიერ, როგორც მაცივრების დეტალებისა და აქსესუარების მიმწოდებელი კომპანია.
1997 წელს Geely-მ ოფიციალურად დაიწყო საქმიანობა ავტომობილების წარმოების სფეროში, რითაც საკუთარ თავზე აიღო ხედვა – მიეღწია იაფი და ხელმისაწვდომი ავტომობილების წარმოებას, რითიც იგი გახდა პირველი კერძო საკუთრებაში არსებული ავტომწარმოებელი ჩინეთში (სხვა მწარმოებლები ძირითადად სახელმწიფო საკუთრებაში იყვნენ).
businessinsider.ge




