რეპერი კანიე უესტი და მისი მეუღლე, ბიანკა ცენსორი, წლების განმავლობაში თავიანთი ქცევითა და ჩაცმის სტილით სკანდალებს იწვევენ, მაგრამ აღშფოთებამ კვირას, ლოს ანჯელესში, “გრემის” დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე მომხდარი ინციდენტის გამო პიკს მიაღწია.
ვიდეოში ჩანს, როგორ აძლევდა უესტი შემაშფოთებელ მითითებებს ბიანკას, ვიდრე ის შავ ბეწვის ქურქს მოიხსნიდა და სრულიად შიშველ სხეულს გამოაჩენდა, რამაც მაყურებელი შოკში ჩააგდო.
შოკისმომგვრელი სცენის შემდეგ წყვილმა გრემის დაჯილდოების ცერემონიალი სწრაფად დატოვა. დასავლური მედია წერს, რომ დაუდასტურებელი ჭორების მიხედვით, მათ ცერემონიალის დატოვება ორგანიზატორებმა მოსთხოვეს, თუმცა მეორე წყარო აღნიშნავს, რომ მსგავსი მოთხოვნა არავის მხრიდან არ ყოფილა და საღამოს დატოვება წყვილის სურვილი იყო.
ბიანკა ცენსორი ცნობილი რეპერის კანიე უესტის მეუღლეა. კანიეს ინტერნეტშიც აკრიტიკებენ: ძირითადად ცოლის „უსულო თოჯინად“ გადაქცევისთვის. ჭორები ვრცელდება იმის შესახებაც, რომ ბიანკას ოჯახს რეპერი არ მოსწონს.
მედია წერდა, რომ მას კანიე, უპირველეს ყოვლისა, ფულის გამო იზიდავდა, თუმცა სინამდვილეში ცენზორის ეს არასდროს სჭირდებოდა. ის გაიზარდა მელბურნში, ავსტრალიაში, სადაც მისი გვარი საკმაოდ ცნობილია. ცენსორის ოჯახში ყველა მამაკაცი დაკავშირებულია ადგილობრივ მაფიასთან და აქვს უზარმაზარი გავლენა.
ბიანკას მამამ, ლეომ, აკრძალული ნივთიერების, იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვისთვის ხუთი წელი მოიხადა, ბიძას კი “ალ კაპონე მელბურნიდან” მიმტანის მკვლელობისთვის მიესაჯა სიკვდილით დასჯა. თუმცა, ქვეყანაში სიკვდილით დასჯა მალევე გაუქმდა და სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეიცვალა, შემდეგ კი „ალ კაპონე მელბურნიდან“ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლდა. კანიე უესტის მეუღლის, კიდევ ერთი ბიძა სათამაშო აპარატების ბიზნესში იყო ჩართული და ნასამართლევი იყო ქურდობის, მუქარისა და პოლიციელზე თავდასხმისთვის.
ბიანკა ცენსორი დაიბადა ავსტრალიაში 1995 წლის 5 იანვარს. დაამთავრა ადგილობრივი პროტესტანტული სკოლა, შემდეგ კი მელბურნის უნივერსიტეტი, სადაც მიიღო არქიტექტურის ბაკალავრის ხარისხი. სწორედ მუშაობის წყალობით გაიცნო კანიე უესტი, როდესაც მის კომპანიაში სამსახური მიიღო. მანამდე ცენსორი ოთხი წლის განმავლობაში ფლობდა საკუთარ საიუველირო ბრენდს, მუშაობდა დიზაინის კონსულტანტად და არქიტექტურულ ბიუროში.
ბიანკას ერთი და, ანჯელინა მოდელად მუშაობს, მეორე ალისია მედდად მუშაობს და შვილს ზრდის. ბიანკას დედა ალექსანდრა, ისევე როგორც მამა, შვილის ქორწინებას ეწინააღმდეგებოდნენ, ამის მიზეზი კი მათი ქალიშვილის ზედმეტად თამამი ჩაცმულობა გახდა, ამაში ისინი სწორედ კანიეს ადანაშაულებენ.