როგორი იქნება “ტორინოსთან” “ნაპოლის” ძირითადი შემადგენლობა?

დღეს, სერია A-ს მეთოთხმეტე ტურში “ნაპოლი” გასვლაზე “ტორინოს” დაუპირისპირდება. Repubblica წერს, რომ ნეაპოლური კლუბის მწვრთნელი ანტონიო კონტე ს ისევ სასტარტოში დააყენებს.
იგივე ინფორმაციას ავრცელებს Sky Sport-ი. გამოცემის ცნობით, “ნაპოლის” ძირითადი შემადგენლობა იგივე იქნება, როგორიც “რომასთან” მატჩში იყო:
მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ბონჯორნო, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა, მაკტომინეი, პოლიტანო, კვარაცხელია, ლუკაკუ.
შეხვედრა “ოლიმპიკო დე ტორინოზე” თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.