როგორი იქნება სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი შენობა

სურსათის ეროვნულ სააგენტოს ახალი შენობის მშენებლობისთვის მშენებელ კომპანიას ეძებს და ამისთვის ბაზრის კვლევას აცხადებს.
როგორც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციიდან ირკვევა, ტენდერი მოიცავს ასაშენებელი ახალი ოფისის დიზაინ – პროექტის, დეტალური საინჟინრო-საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო, უახლოეს მომავალში გეგმავს, ელექტრონული ტენდერის გამოცხადებას ქ. თბილისში (მისამართი: მარშალ გელოვანის გამზირი #36 ა) ასაშენებელი ახალი ოფისის დიზაინ – პროექტის, დეტალური საინჟინრო-საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების თაობაზე.
გთხოვთ წარმოგვიდგინოთ წინადადებები მომსახურების ფასთან და მიწოდების ვადებთან დაკავშირებით. წინადადებები შემსყიდველს უნდა წარედგინოს ელექტრონულად, 2025 წლის 15 იანვრის ჩათვლით“, – ნათქვამია განცხადებაში.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცენტრალური ოფისის ახალი შენობის დიზაინზე შპს მოკო დიზაინმა მოამზადა, რაშიც სეს-მა 9 990 ლარი დახარჯა.