დღეს, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში, “ნაპოლი” გასვლაზე “ბარსელონას” შეხვდება. ყველა იტალიური სპორტული გამოცემა ერთხმად იტყობინება, რომ ნეაპოლური გუნდი თამაშს შემდეგი თერთმეტეულით დაიწყებს:
მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა, ტრაორე, პოლიტანო, კვარაცხელია, ოსიმენი.
რაც შეეხება “ბარსელონას” სასტარტოს, ჯერ ბოლომდე დაზუსტებული არ არის, თუმცა სავარაუდო შემადგენლობას გამოცემები გვამცნობენ.
calcionapoli24: ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, კუბარსი, კანსელო, კრისტენსენი, ფერმინი, გიუნდოგანი, იამალი, ფელიქსი, ლევანდოვსკი.
Areanapoli: ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, მარტინესი, კანსელო, კრისტენსენი, ფერმინი, გიუნდოგანი, იამალი, რაფინია (ფელიქსი), ლევანდოვსკი.