გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს:
თბილისში 26 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 27-28 ივლისს ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +35, +37 გრადუსია მოსალოდნელი.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 26 ივლისს ზოგან გაწვიმდება, 27-28 ივლისს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 26 ივლისს ზოგან გაწვიმდება, 27-28 ივლისს კი ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +35, +38 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 26 ივლისს ზოგან გაწვიმდება, 27-28 ივლისს კი ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +38 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 26 ივლისს ზოგან გაწვიმდება, 27-28 ივლისს კი ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +35 გრადუსი იქნება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 26-27 ივლისს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. 28 ივლისს კი ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურას დღისით +34, +38 გრადუსს ვარაუდობენ.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 26-27 ივლისს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. 28 ივლისს კი ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +38 გრადუსია მოსალოდნელი.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 26-27 ივლისს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. 28 ივლისს კი ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +36 გრადუსია მოსალოდნელი.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო):26-27 ივლისს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. 28 ივლისს კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურას დღისით +24, +29 გრადუსს ვარაუდობენ.
