როგორი ამინდი იქნება საქართველოში 16 ნოემბერს | პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 16 ნოემბერს – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 16 ნოემბერს დღის ბოლოდან 17 ნოემბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, ზოგან ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ასევე ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმული ღელვაა მოსალოდნელი.
მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მთიან და გორაკ-ბორცვიან ზონებში კი მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.