გარემოს ეროვნული სააგენტო 30 აპრილს და 1 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.
სინოპტიკოსების ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.
„თბილისში 30 აპრილს და 1 მაისს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, ჰაერის ტემპერატურა +18, +20 გრადუსამდე მოიმატებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 30 აპრილიდან ისევ გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება, 1 მაისს კი შედარებით დათბება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 30 აპრილს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 30 აპრილს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +23 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 30 აპრილს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 30 აპრილიდან ტემპერატურა +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 30 აპრილიდან ტემპერატურა +16, +21 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და სეტყვა აღინიშნოს.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
